სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოეხსნებათ თუ არა გადასახადი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს და განახევრდება თუ არა საფასური ონლაინ სწავლების პირობებში? - ჩხენკელის პასუხი
22-12-2020
-
+


გეგმავს თუ არა განათლების სამინისტრო, პანდემიიდან გამომდინარე ფინანსური პრობლემის გამო იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ გაუწიოს შეღავათი, ამ ნაწილს მოუხსნას გადასახდი ან მისცეს შეღავათი, - აღნიშნული კითხვით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს მიმართა.

დეპუტატი დაინტერესდა განიხილება თუ არა გადასახადის განახევრება სტუდენტებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო უკვე წელიწადზე მეტია ონლაინ სწავლაზე არიან გადასულნი.

როგორც აღნიშნულ კითხვებზე მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა:

სტუდენტთა საფასურთან დაკავშირებით მოხსენებაში აღვნიშნე, რომ უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, რადგან ჩვენ უნივერსიტეტების ფინანსურ საქმიანობაში პირდაპირ ვერ ჩავერევით, მაგრამ მაქსიმალურად გავაკეთეთ რომ რეკომენდაციები მიგვეცა, რექტორთა საბჭოს ფორმატში და უნივერსიტეტებმა გაიზიარეს ეს, რომ მთელი რიგი შეღავათები გაუკეთონ სტუდენტებს. ეს უკვე მოხდა და გრძელდება. მხედველობაში მაქვს გადასახადის ან გადავადება ან ინდივიდუალური გრაფიკის გაკეთება, როდესაც სტუდენტები მიმართავენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ინდივიდუალური გრაფიკების გაკეთებაც იყო გამოყენებული. გარდა ამისა,-პრემიერ მინისტრის ინიციატივით არსებობს პროგრამა, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც გარკვეული ქულა გააჩნიათ (სოციალური ქულა), მოხდა სწავლის საფასურის დაფარვა.

ჩხენკელის პასუხმა ზარქუა არ დააკმაყოფილა და მას საკითხის დაზუსტება სთხოვა: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პანდემიის გამო, ვისაც ფინანსური პრობლემა შეექმნა და ვერ გადაიხადა გადასახადი, სწავლა არ შეუჩერდებათ და გრაფიკით თუ გადავადებით ყველაფერი გაკეთდება. ეს შეგვიძლია ჩვენ თამამად ვთქვათ?

- უნივერსიტეტები, მაქსიმალურად გაითვალისწინებენ არსებულ სიტუაციას, უნივერსიტეტებსაც ძალიან კარგად ესმით შესაბამისი მდგომარეობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამინისტროსგან ყველა უნივერსიტეტს აქვს ეს რეკომენდაცია მიცემული, რომ მაქსიმალურად თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში გაითვალისწინონ სტუდენტების ინტერესები და ან გადაუვადონ სწავლის თანხა ან ინდივიდუალური გრაფიკი გაუკეთონ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება