TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო „ეტალონის“ შემოქმედებაში“- საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი სიმონ გელაშვილი
17-12-2020
-
+


„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დღე „ეტალონის“ შემოქმედებაში. დღე, რომელიც შედგა ქვეყანაში არსებული „ეპიდ“ სიტუაციის მიუხედავად“- ამ სიტყვებით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი სიმონ გელაშვილი, სკოლის სახელით, „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიების წარმატებით ჩატარებას ულოცავს. 

„ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, როგორც წმინდა ბარბარეს ხსენების დღე და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ასევე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დღე „ეტალონის“ შემოქმედებაში, რომელიც გამოიხატა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებით. დღე, რომელიც შედგა ქვეყანაში არსებული „ეპიდ“ სიტუაციის მიუხედავად.. სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის სახელით, მინდა მოგილოცოთ, აღნიშნული დღე და გისურვოთ კიდევ ერთხელ წარმატება. ასევე მინდა გულწრფელი მილოცვა გავუზიაროთ და გადავცეთ ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლეს და მათ მასწავლებლებს. განსაკუთრებულად ვულოცავთ წარმატებას ფინალური ეტაპის საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს წარმატებას და მიღებულ ჯილდოს..  

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, კიდევ ერთხელ „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ყველა თქვენს გვერდით მდგომ ადამიანებს და განსაკუთრებული მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გაწეული ძალისხმევისა და გვერდში დგომისათვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობას გვერდში დგომისა და მოსწავლეთა წახალისებისათვის..

გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,-ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება