სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ინტელექტ-ჩემპიონატის 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს
17-12-2020
-
+


ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში ამ წუთებში იმართება. 

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ერთვებიან.

2020 წლის შემოდგომაზე ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიებები საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდნენ „ეტალონი მოსწავლეები“, ხოლო ღონისძიების მონაწილეები თავის მხრივ მუნიციპალიტეტების სკოლებში ჩატარებული პირველი ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

2020 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიების მონაწილეები არიან:

➛ თელავი - ლუკა გვარამაძე - თელავის N7 საჯარო სკოლა

➛ ახმეტა - ხატია არაბული - ახმეტის N2 საჯარო სკოლა

➛ გურჯაანი - ელენე არსენაშვილი - არაშენდის საჯარო სკოლა

➛ საგარეჯო - სალომე კევლიშვილი - გიორგიწმინდის საჯარო სკოლა

➛ ხარაგაული - გიორგი ლელაძე - ხიდრის საჯარო სკოლა

➛ თერჯოლა - გიორგი ჯუღელი - თერჯოლის N2 საჯარო სკოლა

➛ საჩხერე - იოანე ალავიძე - სავანის საჯარო სკოლა

➛ ხონი - ლუკა სულაბერიძე - ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია

➛ ჩოხატაური - მირანდა ჯინჭარაძე - ნაბეღლავის საჯარო სკოლა

➛ ლანჩხუთი - მაგდა ცინცაძე - აკეთის საჯარო სკოლა

➛ თეთრიწყარო - ჟანა გოგიაშვილი - ასურეთის საჯარო სკოლა

➛ ახალციხე - ქრისტინე ზედგენიძე - ახალციხის N2 საჯარო სკოლა

➛ ბორჯომი - მარიამ გელაშვილი - ყვიბისის საჯარო სკოლა

➛ ასპინძა - ფიქრია ბლიაძე - ასპინძის საჯარო სკოლა

➛ ახალქალაქი - ელენა პეტროსიანი - ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა

➛ აბაშა - მარიამ ნადარეიშვილი - სამიქაოს საჯარო სკოლა

➛ მესტია - თამარ ჯაფარიძე - მესტიის N1 საჯარო სკოლა

➛ მარტვილი - მარიამ ხუხუა - ლედგებეს საჯარო სკოლა

➛ წალენჯიხა - გუგა კვირკვია - საჩინოს N1 საჯარო სკოლა

➛ ქარელი - ნიკა გელდიაშვილი - რუისის N1 საჯარო სკოლა

გამარჯვებულ სამეულს გადაეცემა დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.

კონკურსს LIVE რეჟიმში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ „ეტალონის“ Facebook გვერდსა და Etaloni.ge-ზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება