სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ საახალწლო კონკურსი გამოაცხადა
16-12-2020
-
+


ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ სახალისო საახალწლო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის წესებსა და პირობებზე ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გამარჯობა ყველას! აბა, თუ გამოიცნობთ, ყველაზე მაგარმა სკოლამ - ყველაზე მაგარი მოსწავლეებისთვის, რა მოამზადა საახალწლოდ?!

ყველაზე კრეატიული, ყველაზე სახალისო და დაუვიწყარი - „ს ა ა ხ ა ლ წ ლ ო  კ ო ნ კ უ რ ს ი“ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის! ყურადღებით წაიკითხეთ პირობები და ჩაერთეთ კონკურსში!

საახალწლო კონკურსის წესები და პირობები:

ვინაიდან და რადგანაც ახალი წელი ახლოვდება და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ სკოლაში შეგიქმნათ საახალწლო განწყობა, სკოლის თვითმმართველობამ გადაწყვიტა, ონლაინ რეჟიმში საახალწლო კონკურსი ჩაატაროს. საახალწლო კონკურსს არ ექნება არანაირი შეზღუდვები და რთული პირობები. თქვენ შეგიძლიათ გადაუღოთ ფოტო და გამოგვიგზავნოთ თუნდაც თქვენს მიერ მორთული ნაძვის ხის ფოტო, ზამთარში გადაღებული პეიზაჟის ფოტო ან თქვენ მიერ შესრულებული ნახატი, ნამუშევარი, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები ასევე ძალიან საინტერესო იქნება ჩანახატი, რომელიც ახალ წელთან იქნება დაკავშირებული. მოკლედ, არ არსებობს შეზღუდვა, მთავარია ნამუშევარი იყოს თქვენ მიერ შესრულებული (თქვენ არ უნდა ჩანდეთ ფოტოზე) და გადმოაგზავნოთ ჩვენი სკოლის ფეისბუქ გვერდის (ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა) პირად შეტყობინებაში. ნამუშევრები მიიღება 25 დეკემბრის ჩათვლით.

რაც შეეხება გამარჯვებულებს...

25 დეკემბრის შემდგომ, თქვენი ნამუშევრები განთავსდება ჩვენი სკოლის გვერდზე. ამის შემდგომ, 30 დეკემბერს 12:00 წუთზე შეწყდება კონკურსისთვის განკუთვნილი დრო და გამარჯვებულები იქნება ის 2 მონაწილე, რომლის ნამუშევარსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება. გარდა ამისა, გვეყოლება მესამე ადგილის მფლობელიც და ის თვითმმართველობის რჩეული იქნება.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ვირტუალური სიგელები (I, II, III ადგილი), რომლებიც განთავსდება ჩვენი სკოლის ფბ გვერდზე. 
აქვე, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ის კლასი, რომლის ყველაზე მეტი მოსწავლეც იქნება ჩართული ამ კონკურსში, გამოცხადდება „წლის ყველაზე აქტიურ კლასად“, ასე რომ გაუზიარეთ ჩვენი პოსტი თქვენს კლასელებს და მოიპოვეთ „წლის ყველაზე აქტიური“ კლასის ტიტული!

გისურვებთ წარმატებებს!!!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება