TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარიერულმა წინსვლამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თქვენს კომპეტენტურობას“-ძველი აბაშის საჯარო სკოლა პედაგოგებს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
15-12-2020
-
+


კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ნანა ლაბარტყავამ, ია მიგინეიშვილმა, ლეილა ტორონჯაძემ, თამთა ჭანტურიამ და ნონა ჯაკონიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს. 

სკოლა პედაგოგებს კარიერულ წარმატებას ულოცავს. 

„კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის მასწავლებლებს: ნანა ლაბარტყავას, ია მიგინეიშვილს, ლეილა ტორონჯაძეს, თამთა ჭანტურიას და ნონა ჯაკონიას წარმატებით ჩატარებულ „გარე დაკვირვების“ გაკვეთილებს. რაც საწინდარია მათი „წამყვან“ მასწავლებლად ხელდასხმის. თქვენი წარმატება არის არა მხოლოდ თქვენი პირადი არამედ - სკოლის წარმატება. სკოლის იმ მასწავლებლების გუნდის წარმატება რომლებიც იღწვიან მომავალი ღირსეული თაობების აღზრდაში.

თქვენმა წარმატებულმა კარიერულმა წინსვლამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თქვენს კომპეტენტურობას, მიზანსწრაფულობას და შრომისმოყვარეობას.  

გვჯერა თქვენი წარმატება დადებითად აისახება თითოეული თქვენი აღსაზრდელის აკადემიურ მოსწრებაზე, იმედით აავსებს მათ და ჩაუნერგავს რწმენას რომ ღირსეული შრომა ყოველთვის დაფასდება. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ მიღწეულ წარმატებებს..“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება