TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამეტყველებული გეომეტრიული ფიგურები“ - თბილისის N165 სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა
14-12-2020
-
+


თბილისის N165 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ირმა ლევერაშვილმა მე-2 კლასში საინტერესო აქტივობა ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო: „ამეტყველებული გეომეტრიული ფიგურები“. მასწავლებელი საინტერესო გაკვეთილის შესახებ თავად გვიამბობს:

„მასწავლებელიც და მოსწავლეებიც მივეჩვიეთ ინტერნეტ სივრცის გაკვეთილებს. ვცდილობ, მოსწავლეებისთვის საინტერესო, სახალისო, ინფორმაციული და სანახაობითი იყოს გაკვეთილები. გადავწყვიტეთ გეომეტრიული ფიგურები „გაგვეცოცხლებინა და აგვემეტყველებინა“. ბავშვებმა თავად გადაწყვიტეს, რომელი რომელ ფიგურას გააცოცხლებდა და როგორ მოგვაწონებდა თავს. მეც შევპირდი ჩემს საყვარელ მოსწავლეებს, რომ მარტო ისინი არ იშრომებდნენ და მოემზადებოდნენ ამ გაკვეთილისთვის ამ სახით, მეც მოვამზადებდი მათთვის სპექტაკლს და გავმართავდი წარმოდგენას.

ეს გაკვეთილი 2020 წლის 3 დეკემბერს ჩატარდა, „თიმსის“ საკლასო ოთახში სრული დასწრება და სიჩუმე იყო, ბავშვები ღელავდნენ და გარკვეული ინტერესიც ჰქონდათ, როგორ წარმოადგენდნენ საკუთარ ნაშრომს, როგორი იქნებოდა მეგობრების ნაღვაწი, რა შთაბეჭდილებას მოახდენდნენ ერთმანეთზე და მასწავლებელზე.

საგულდაგულოდ მომზადებულმა მეორეკლასელებმა წარმოადგინეს, აალაპარაკეს, გააცოცხლეს გეომეტრიული ფიგურები. ჩემს სიამოვნებას, აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბავშვების ნიჭის ზეიმს ვუყურებდი.

მოსწავლეების წარმოდგენის შემდეგ, ჩემი დროც დადგა, შეპირებული სოპექტაკლი, მათთვის გაცოცხლებული ჩემი ხელით შექმნილი თოჯინები სცენაზე მოძრაობდნენ და მათთვის ნაცნობ ზრაპარს „კომბლე“ განასახიერებდნენ.

ეს დღე და გაკვეთილი დიდხანს ემახსოვრებათ ჩემს პატარა მეგობრებს. ყოველთვის ვზრუნავდი და ვფიქრობდი, როგორ გამელამაზებინა მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი.

კიდევ ბევრი აზრი მიტრიალებს თავში და იმედია, მათი ხორცშესხმით, არა ერთი და ორი ონლაინ გაკვეთილი გადაიქცევა ჩემი მოსწავლეებისთვის ზღაპრულად“,-აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება