სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლე თამარ აბესაძე ფილმის -„მკვდარი პოეტების საზოგადოება“ საინტერესო განხილვას გვთავაზობს
11-12-2020
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი თამარ აბესაძე ფილმის „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ საინტერესო განხილვას გვთავაზობს. თამარზე ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოსწავლე გვიამბობს, თუ რა არის მნიშვნელოვანი ფილმში და რატომ გახდა ის მისთვის დაუვიწყარი.

მკვდარი პოეტების საზოგადოება

მკვდარი პოეტების საზოგადოება-ეს არის პიტერ უირის 1989 წლის ამერიკული დრამატული ფილმი, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმში ასახულია სამწუხარო რეალობა, სხვისი ცხოვრებით ცხოვრება.. თავდაპირველად ფილმი იწყება სასწავლების გახსნის ცერემონიალით.. რომელიც იწყება სიტყვებით...რას ნიშნავს ოთხი სვეტი? ოთხი სვეტი ნიშნავს: ტრადიციას, დისციპლინას, ოსტატობას და ღირსებას. ამ მომენტის ნახვის შემდეგ შემექმნა წარმოდგენა, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს როგორც განათლებულ ისე სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოაყალიბებს..თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა..ფილმის დასაწყისშივე ჩემი ყურადღება მიიქცია ეპიზოდმა..როდესაც მშობლები შვილებს აცილებენ..ბავშვებს ეს არ უნდათ..ზოგიერთი მათგანი ტიროდა კიდეც..თუმცა ჩემს თვალში მეტი დადებითი წარმოდგენა მისტერ კიტინგის გაკვეთილების შემდეგ შემექმნა.. მისტერ კიტინგი იყო სწორედ ისეთი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს არამარტო განათლებას, არამედ ადამიანობას და სრორად ცხოვრებას ასწავლიდა..ის იყო პიროვნება, რომელსაც გულახდილად უყვარდა თავისი პროფესია.. მასწავლებლები უნდა ითავსებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას.. უნდა იაზრებდნენ, რომ მომავალი თაობის აღზრდა მათი პრიორიტეტი უნდა იყოს.. ალბათ, ყველა ჩვენთაგანისთვის მისაბაძი მასწავლებელია მისტერ კიტინგი, რომლის ფასს ვერ აღიქვამდნენ ვერც სკოლის სხვა პედაგოგები და ვერც მშობლები. ფილმში არის ძალიან კარგი ეპიზოდი, მე ვიტყოდი ერთ-ერთი მთავარი, როდესაც მისტერ კიტინგი მოსწავლეს პოეტური ნამუშევრის შექმნას ავალებს..ყველაზე მორიდებული მოსწავლე, რომელსაც თავისი შესაძლებლობების არ სჯერა, დავალებას არ შეასრულებს..მისტერ კიტინგი კი მას გამოიყვანს და იმდენს იზამს, რომ ეს ბიჭი შექმნის შესანიშნავ პოეტურ ნიმუშს..თავად ბიჭიც აღფრთოვანებულია.. მისტერ კიტინგს სწამდა, რომ ამ ბიჭში იმალებოდა რაიმე პოეტური, რომელსაც სააშკარაოზე გამოტანა სჭირდებოდა..მან შეძლო ბიჭი თავის შესაძლებლობებში დაერწმუნებია.. ფილმში იკვეთება შვილისა და მშობლის ურთიერთობა.. ახალგაზრდა ბიჭი ნიილი..მას არ ჰქონდა უფლება გაეკეთებია ის, რაც უნდოდა..მონაწილეობა მიეღო იმ აქტივობებში, რომელიც მოსწონდა..ან თუმდაც გამოსულიყო ის, რაც მას სურდა..ნიილს ამის საშუალება არ ჰქონდა..ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებია, როგორც მამამისი ეტყოდა..ერთი სიტყვით, ნიილის ცხოვრებით მამამისი ცხოვრობდა.. ბიჭს სურდა მსახიობი გამოსულიყო უნდოდა, რომ სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა..როცა მამამისმა ეს გაიგო, განრისხდა და უფლებაც არ მისცა..

მამა: ჩვენ ღარიბები ვართ, მე და დედაშენმა ბევრი ვიწვალეთ აქ რომ გესწავლა.. ეს უნდა დააფასო.. ნიილს იმდენად უნდოდა მსახიობი გამხდარიყო, მამისგან მალულად სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ყველა ტაშს უკრაცდა. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. მას მსახიობობა მართლაც კარგად გამოსდიოდა. მამა როცა სცენაზე დაინახა, გაბრაზდა. სახლში მისულმა ნილს ეჩხუბა...ნილმა უთხრა რომ ლაპარაკი უნდოდა.. მამამ კი თქვა, ოღონდ მსახიობობაზე არაო! ნილმა უთხრა არაფერი მაქვს სათქმელიო....მამამ გადაწყვიტა რომ ის 10 წელი ისწავლიდა და ექიმი გახდებოდა..როგორ შეიძლება მხოლოდ სწავლით და დიპლომით გახდე შენი საქმის პროფესიონალი? მამა-შვილის ბოლო საუბარი ეს იყო! სადაც თვითონ მამამ გამოუტანა შვილს განაჩენი, რომელიც ფატალურად დასრულდა! ეს ის შემთხვევაა, როდესაც მამის მსხვერპლი გახდა შვილი.. ეს არასწორი მიდგომა იყი შვილისადმი! ფილმში მისტერ კიტინგი ხშირად ეუბნებოდა მოსწავლეებს.. „დაიჭირე წამი“ სწორედ ამ სიტყვების დახმარებით შეძლო ერთ-ერთმა მოსწავლემ გოგოსთვის სიყვარულის ახსნა.. და რას ნიშნავს დაიჭირო წამი? ხშირად ადამიანები ვერ ვაფასებთ წამის ფასს, სანამ ის მოგონებად არ იქცევა. ჩემთვის ამ ფილმის ყურების შემდეგ ფრაზა „დაიჭირე წამი“ ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ამ დროის გამოყენება მაქსიმალურად უნდა შეძლო! არავის არ უნდა მისცე უფლება აზრი შეგაცვლევინოს იმის მიმართ, რისიც გწამს და გჯერა! არასდროს არ გაუშვა შანსი! არავის მისცე უფლება შენი ცხოვრებით იცხოვროს! არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება! ყველა ინდივიდუალურია! თავისუფლება ეს ყველაზე დიდი განძია ცხოვრებაში, რაც ადამიანს გააჩნია, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე და არ უნდა გაანიავო! აკეთე ის, რაც გაბედნიერებს! ფილმში ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტია ფინალი, როდესაც მისტერ კიტინს გააგდებენ და ყველაზე მორცხვი მოსწავლე მერხზე შედგება და დაუძახებს. ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო! ამ დროს მისტერ კიტინგი ხვდება, რომ მისმა შრომამ შედეგი გამოიღო! მხოლოდ ოცნებაში შეიძლება იყოს ადამიანი თავისუფალი? მკვდარი პოეტების საზოგადოების მიზანი იყო ცხოვრებისაგან ტვინის ამოწოვა! და ადამიანებო! ჩაიბეჭდეთ ფრაზა დაიჭირე წამი! თუ მას ყურს დაუგდებთ იგი თქვენ ცხოვრებას დადებითად შეცვლის.. დაიმახსოვრეთ! სამი რამ არასდროს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა და შესაძლებლობა!


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

შეფასების კრიტერიუმები ცნობილია - რა მინიმალური ქულა გჭირდებათ დაფინანსების მისაღებად

ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 923 შემთხვევა დაფიქსირდა - 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო

 

ქიმიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა დაბინძურებული ჰაერის გამწმენდი აპარატის ორი მოდელი

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნამუშევრები
 

პროექტ-გაკვეთილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება