| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“ განხორციელდა.
პროექტის მხარდამჭერია ევროპის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა ასოციაცია“ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. პროექტი განხორციელდა ბოლაჯურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თამარ აბრამიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით.
„პროექტი - „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“ განხორციელდა რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო ტრენინგი სიძულვილის ენით მოტივირებული დანაშაულის შესახებ. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია რელიგიური, ეთნიკური, კულტურული და სხვა უმცირესობების უფლებების შესახებ, ასევე გააანალიზეს ის დაბრკოლებები, რომელთაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან სოციო-კულტურული ინტეგრაციის პროცესში.
მეორე ეტაპზე გამოცხადდა ესეების კონკურსი თემაზე: „მე ვირჩევ თანასწორობას“, პროექტში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მონაწილეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ნამუშევრები. სკოლაში დაკომპლექტდა ჟიური, რომელმაც შეიმუშავა კრიტერიუმები გამარჯვებულთა გამოსავლენად. გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ წიგნებით, სიმბოლური ჩანთებითა და სიგელებით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი პროექტები და აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების ინფორმაციულობისა და მოტივაციის გაზრდას, იზრდება ხალისი სწავლისადმი და ვითარდება მათი ცნობიერება სამოქალაქო საკითხებში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა