სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

საჭირო რჩევები მშობლებს პანდემიის პერიოდში
23-11-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა, თუმცა მოზარდები ყველგან განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან შეცვლილ გარემოსთან უწევთ შეგუება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მშობლებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრათ და ყურადღება ბევრ საკითხზე უნდა გაამახვილონ.

• პირველ რიგში, სწორი ფორმით მიაწოდეთ ბავშვს ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ, მანამდე კი აუცილებლად დაადგინეთ, რა ინფორმაციას ფლობს თანატოლებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც მის გარშემო ტრიალებს. 


• არ აგრძნობინოთ, რომ რამის გეშინიათ. თუ ბავშვი შენიშნავს, რომ მშობელი აღელვებულია და შიშმა აიტანა, შესაძლოა დაუცველობის განცდა გაუჩნდეს. მშობლის ვალია ამ პერიოდში, შვილზე ფსიქოლოგიური კუთხით განსაკუთრებულად იზრუნოს.


• იფიქრეთ იმაზე, როგორ გაუხალისოთ დღეები. სხვადასხვა სახის ლოგიკური, გასართობი თამაშები იდეალურია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: მიეცით მეტი თავისუფალი დრო.


• აუცილებლად წაუკითხეთ ან შეურჩიეთ წასაკითხად წიგნები. თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ, ზღაპრები უფრო მოსწონს, კომიქსები, თუ სულაც ჩანახატები. მთავარია მოსწონდეს და წიგნების მიმართ მეტ ინტერესს უღვივებდეს.


• მოზარდთან ერთად შეადგინეთ დღის გეგმა და გრაფიკი, რაც გარკვეულ რეჟიმს ჩამოუყალიბებს. განსაზღვრეთ დაახლოებით, დღის განმავლობაში რომელ საათზე რას გააკეთებთ. გეგმა შეიძლება შეიცვალოს, თუმცა მისი არსებობა მაინც მნიშვნელოვანია. 


• დისტანციური სწავლება რომ გაუადვილდეს და სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდოს, ეცადეთ, შეუქმნათ ისეთი გარემო, რომ ორიენტირებული იყოს სწავლაზე და გარშემო ნაკლებად იყოს ისეთი საგნები, რომლებიც მას ყურადღებას გაუფანტავს.


• აკეთეთ საშინაო საქმეები ერთად, ისე რომ სახალისო იყოს. ეს მშობლებს და შვილებს უფრო აახლოვებს კიდეც და ამასთანავე ბავშვები წინასწარ გამოიმუშავებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ ძალიან გამოადგებათ.


• ხშირად გაუზიარეთ თქვენი თბილი გრძნობები და მიეცით საშუალება, თავისი ემოციებიც თამამად გამოხატოს. იმისთვის, რომ კრიზისური პერიოდი ეფექტურად გადაილახოს, ოჯახში მეტი სიყვარული და გაგებაა საჭირო. აგრძნობინეთ მოზარდს, რომ რაც უნდა მოხდეს, მის გვერდით იქნებით, გაუფრთხილდებით, იზრუნებთ მასზე და ყოველთვის დაიცავთ.


• მეტი ისეირნეთ, ეცადეთ აკონტროლოთ შვილის რაციონი, რომ ნაკლებად მიირთმევდეს არაჯანსაღ პროდუქტებს და მიაჩვიეთ ვარჯიშს. წამახალისებელ პრიზად შეგიძლიათ რაიმე სასუსნავიც დაუწესოთ.


• და რაც მთავარია izrune.ge-ს ტესტები დაგეხმარებათ მოსწავლის მოტივაციაში, თქვენ შეძლებთ თვალი ადევნოთ შვილის განვითარებას თვიდან თვემზე და უფრო მეტად და ეფექტურად ჩაერთოთ მის აღზრდა-განათლებაში. 


• არ გამოგრჩეთ izrune.ge -ს „პირადი ჰიგიენის ტესტი“, რომელიც დაგეხმარებათ მეტი ინფორმაცია მიიღოთ და აიმაღლოთ ცნობიერება ვირუსებთან და ბაქტერიებთან გამკლავებისა და გავრცელების პრევენციის საკითხებზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება