სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა ნოემბრის გამოცდა არ ჩატარდება - დამკვირვებლებმა შეტყობინება მიიღეს
21-11-2020
-
+


პრაქტიკოსი და სპეცმასწავლებლებისთვის ნოემბერში დაგეგმილი გამოცდა აღარ ჩატარდება. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდის მეთვალყურე კურატორებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდა. 

შეტყობინებაში წერია, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნოემბერში დაგეგმილი პედაგოგთა გამოცდა აღარ ჩატარდება. უწყება გაგზავნილ შეტყობინებაში არ აკონკრეტებს როდის ჩატარდება გამოცდა.

შეტყობინებასთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა etaloni.ge-სთან დამატებითი განმარტება გააკეთა.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეს შეტყობინება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაუგზავნა გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ პირებს - დამკვირვებლებსა და კურატორებს, რომლებთანაც უწყება ყოველწლიურად თანამშრომლობს. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას“, - განგვიცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ გამოცდაზე მონაწილეობა პრაქტიკოს პედაგოგებთან ერთად სპეცმასწავლებელბსაც უნდა მიეღოთ. 

იხილეთ შეტყობინება:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება