სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ უნდა ჩანიშნოს პედაგოგმა შეხვედრა კალენდარში? - რჩევები და ინსტრუქციები მასწავლებლებს
19-11-2020
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს კალენდარში შეხვედრების ჩანიშვნას ურჩევს და იმ უპირატესობებს და მიზეზებს უზიარებს, რომელსაც ისინი აღნიშნული ქმედებით მიიღებენ. 
 
კალენდარში ჩანიშნულ შეხვედრას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა:

  • ის არის მაორგანიზებელი თქვენი შეხვედრების;
  • გახსენებთ თქვენ/წევრებს ჩანიშნულ შეხვედრას;
  • მარტივია შეხვედრაში გაწევრიანება კალენდარიდან;
  • შეხვედრაში გუნდის ყველა წევრი ავტომატურად ემატება; (თუ გუნდიდან ნიშნავთ)
„როდესაც მასწავლებელი კალენდარში ნიშნავს გაკვეთილს/შეხვედრას, მოსწავლეებმა წინასწარ იციან გაკვეთილის განრიგი. კალენდარში ჩანიშნული შეხვედრები მათთვის ერთგვარი ცხრილია, რომლითაც ხელმძღვანელობენ. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კალენდარში ჩანიშნული შეხვედრიდან მოსწავლეების გაკვეთილზე გაწევრიანება, თავიდან გარიდებთ ისეთ რიგ პრობლემებს, როგორიც არის შეცდომით წამოწყებულ ზარზე მოხვედრა.

თუ მასწავლებელს გუნდისთვის კალენდარში სწორად აქვს ჩანიშნული შეხვედრა (სწორად, ანუ მითითებული აქვს გუნდი,დრო) მოსწვალეები კალენდარიდან გაწევრიანების შემდეგ აღმოჩნდებიან შეხვედრაში.

რჩევა: კალენდარში შეხვედრა ყოველთვის ჩანიშნეთ გუნდიდან.

(კალენდარის მოდულიდან დაგეგმილ შეხვედრაში შესაძლოა გუნდის არჩევა გამოგრჩეთ)
 
კალენდარიდან ჩანიშნული გაკვეთილის დროს არ შედის ზარი, რამდენიმე წუთით ადრე შეტყობინება (თუ ჩართული გაქვთ) გამოდის, რომელიც გატყობინებთ, რომ შეხვედრა დაიწყო. აქედან გამომდინარე, საჭირო არაა დაელოდოთ „ზარს“ მოსწავლეებს შეუძლიათ კალენდარში ნახონ სასურველ დროს გაკვეთილი და „გაწევრიანების“ /Join ღილაკის არჩევის შემდეგ შეურთდნენ.

როდესაც კალენდარში შეხვედრა ინიშნება მაგრამ არ ჩანს გუნდის წევრთან (ძირითადად მაშინ,როდესაც შეხვედრა უფრო ადრე ჩაინიშნა, ვიდრე გუნდს დაემატა წევრი) შესაძლებელია კალენდარში ამ შეხვედრის დამატება. ირჩევთ გუნდს, სადაც ჩაინიშნა შეხვედრა, ხსნით და მარცხენა ზედა კუთხეში „+კალენდარში დამატებას“ირჩევთ“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კალენდარში ჩანიშნული შეხვედრით, მოსწავლეებს ეხმარებით გაკვეთილზე სწორად გაწევრიანებაში. 

გაითვალისწინეთ, კალენდარში წაშალეთ ზედმეტი/გაუქმებული შეხვედრები და დატოვეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება