სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სწავლის ნორმალურ რეჟიმში აღდგენა მნიშვნელოვანია, ასე დიდხანს გაგრძელება ძნელი და შეუძლებელიც არის“
13-11-2020
-
+


რატომ არის საბავშვო ბაღები და სკოლები ჩვენთან დახურული, როცა ევროპის ქვეყნებში არ არის დახურული? - ამ კითხვის საპასუხოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ხოლო ბაღების დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახებში რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებაა. 

ზახაშვილის თქმით, მაშინ, როცა ბავშვების მომვლელად ძირითადად ბებია-ბაბუები არიან, მათ დაჰყავთ ბავშვები სკოლებში, ბაღებში და მთელ დღეს მათთან ერთად ატარებენ, ხოლო თავის მხრივ ისინი მაღალი რისკჯგუფის მატარებლები არიან, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილებით თავის მხრივ ამ ადამიანებს იცავს სახელმწიფო - აღნიშნული პასუხი გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის,

„სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ყველა ქვეყანა განსხვავდება ცხოვრების ნირით სკოლებისა თუ ბავშვების თავშეყრის წესებით და განსაკუთრებით ბავშვების ძირითადი მომვლელების სტატუსის გათვალისწინებით, რომლებიც ძირითად შემთხვევაშია არიან ბებია ბაბუები. დადიან მათთან ერთად საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უსხედან სამეცადინოდ.

საბავშვო ბაღებისა და სკოლების დისტანციურზე გადაყვანა და დაკეტვა ერთ-ერთი საშუალებაა გაიზარდოს დისტანცირება საზოგადოებაში და შემცირდეს თავშეყრა. სწორედ ამითაა განპირობებული ის შეზღუდვა, რომელიც ბაღებთან და სკოლებთან გვაქვს. თუმცა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ნორმალურ რეჟიმში სწავლებისა და სააღმზრდელო გარემოს აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ასე დიდხანს გაგრძელება ალბათ ძნელია და შეუძლებელიც. როცა დაგვიდგება საპირწონედ, რა ჯობია: სამასპინძლე დაწესებულებები და რესტორნები გახსნილი ათ საათამდე თუ ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლაში მაშინ შევადაროთ ამ ორი კითხვის შედეგად მიღებული სარგებელი ქვეყნისთვის და ხალხისთვის - რა გვირჩევნია გვქონდეს გახსნილი რესტორნები და დახურული სკოლები თუ დახურული რესტორნები და გახსნილი სკოლები?!“ , - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება