| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის პროცესში სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტები ჩაატარეს.
გთავაზობთ, პედაგოგი ხათუნა უსტიაშვილის სწავლების მეთოდს, რომელის საშუალებითაც იგი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.
„საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლება საბაზო საგანმანათლებლო სივრცეში ერთ მხრივ საინტერესოა, რადგან სამყაროს აღქმასა და შემეცნებას უყრის საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ რთულია, რადგან მზა ფორმულების, ტერმინოლოგიის და განმარტების დამახსოვრება - ათვისებას მოითხოვს. სწორედ დაწყებით საფეხურზე იწყებს მოსწავლე ყოველდღიურ ცხოვრებაში სწავლას, სამყაროს შეცნობასა და შესწავლილი მასალით ყოველდღიურ ცხოვრებასთან ადაპტირებას. მისი ინტერესიც უფრო და უფრო ღვივდება.
ყოველ ჯერზე ვფიქრობ, მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის ამაღლებაზე. სახალისო და საინტერესოა ექსპერიმენტების ჩატარება ხელს უწყობს შემდგომში მოსწავლეებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. ვფიქრობ, მარტივი ექსპერიმენტებით სწავლება ყოველთვის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს უკეთ აითვისონ ნებისმიერი სირთულის მასალა და დაინტერესდნენ საგნით.
მოსწავლეები წარმოადგინეს საკუთარ ექსპერიმენტებს როგორც „მეცნიერები“ და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას თანაკლასელებს ონლაინ სწავლების პერიოდშიც კი. თავად აკვირდებიან, მსჯელობენ და გამოაქვთ დასკვნები. ეს ხელს უწყობს ასევე საგაკვეთილო მასალის ადვილად აღქმას და დამახსოვრებას", - აღნიშნავს ხათუნა უსტიაშვილი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი ხათუნა უსტიაშვილი.
ანანო კონცელიძე - 5 კლასი
მარი ცეცხლაძე - 5 კლასი
ლიზი აბულაძე - 5 კლასი
ნინი მამუშაძე - 6 კლასი
ნიკა მოფინაძე- 6 კლასი
წარმოგიდგენთ ჩისუბნის N2 საჯარო სკოლის 5 – 6 კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებულ ექსპერიმენტებს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება