სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგის შეფასება ყოველ წელს უნდა მოხდეს“ - ბერიკა შუკაკიძე ახალი მიდგომის დანერგვაზე საუბრობს
21-10-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე მასწავლებლების შეფასებასა და თანამედროვე მასწავლებლისთვის საჭიროებებზე საუბრობს და რამდენიმე სიახლესაც აანონსებს.

როგორც შუკაკიძე აცხადებს, აღარ უნდა იყოს გარე დაკვირვება და საბუთომანია და სკოლაში უნდა შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც მასწავლებელს კოლეგიალურად შეაფასებს.

„განათლების რეფორმის მოდელი, რაც საქართველოში ინერგება, კონცენტრირებულია მასწავლებლის პროფესიაზე, სწავლების მეთოდების შეცვლაზე სკოლაში.

მასწავლებლის, რომელიც დღეს ქართულ სკოლაში ასწავლის, საქმიანობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ მისი სტატუსიდან გამომდინარე. საგაკვეთილო პროცესში მისი ქმედება უნდა შეფასდეს სკოლის მიერ. თანამედროვე მასწავლებელი უნდა იყოს მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების დადგენა და ამ საჭიროებაზე მორგება.

ჩვენ გვინდა, აღარ იყოს ის ძველი მეთოდი, რომელიც იყო სქემით გათვალისწინებული, ეს გარე დაკვირვება და ბევრი საბუთომანია. არამედ სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით და არა დასჯის ან გამოჭერის ფორმატით, კოლეგიალურად ესწრება მასწავლებლის გაკვეთილს და შეფასების რუბრიკებით აფასებს. თუმცა ეს არ უნდა იყოს სკოლის მიერ თავზე მოხვეული, მასწავლებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ როგორ გაკვეთილი ჩაატარონ. შემდეგ ხარისხის მართვის ჯგუფმა უნდა შეაფასოს, რათა უფრო უკეთესი მასწავლებელი გახადოს ის.

მე მაინტერესებს პროგრესი. ერთხელ რომ სტატუსი მიენიჭა, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება. პედაგოგის შეფასება ყოველ წელს უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით, შედეგი უნდა იყოს პროგრესზე ორიენტირებული და არა იმაზე, რამდენი ათოსანი მოსწავლე ეყოლება მას კლასში“, - განაცხადა შუკაკიძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

სასკოლო უბნების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით ცნობილია - გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ პირველკლასელის დარეგისტრირება

აბიტურიენტებისთვის პირველი ღია კარის დღე გაიმართა - დეტალებს განათლების სამინისტრო ასაჯაროებს

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში გაიმართა

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება