TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

რაც უფრო ბედნიერია მასწავლებელი, მით უკეთესია შედეგები: ახალმა კვლევამ აჩვენა, როგორ შეიძლება მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესება
22-03-2026
-
+


მანჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბედნიერი მასწავლებლები ხელს უწყობენ უფრო ბედნიერი მოსწავლეების ჩამოყალიბებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მასწავლებლების კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა ბედნიერებასა და სწავლების ხარისხთან.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ სკოლებში, სადაც პედაგოგების ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობას სისტემურად უჭერენ მხარს, სასწავლო გარემო უფრო პოზიტიური, მშვიდი და შედეგიანია. კვლევა ჩატარდა Well Schools-ის ჩარჩოს ფარგლებში - ეს არის ეროვნული ინიციატივა, რომელიც განათლების ცენტრში კეთილდღეობას აყენებს და მოიცავს როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის პერსონალს. 

კვლევა აჩვენებს, რომ ის სკოლები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან როგორც მოსწავლეების, ასევე პერსონალის ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე სწავლა-სწავლებისთვის უფრო პოზიტიურ და პროდუქტიულ ადგილად იქცევა. 

პროექტში მონაწილეობდა ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ათი სკოლა. კვლევის მთავარი მიგნება კი არის ის, რომ როდესაც სკოლები ზრუნავენ მასწავლებლების ჯანმრთელობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, ურთიერთკავშირსა და პროფესიულ მხარდაჭერაზე, პედაგოგები თავს უფრო დაფასებულად გრძნობენ, ნაკლებად განიცდიან პროფესიულ გადაწვას და მეტად მოტივირებულნი არიან. ეს პირდაპირ აისახება გაკვეთილების ხარისხზე, საკლასო ატმოსფეროსა და მოსწავლეთა ჩართულობაზე.

მასწავლებლების თქმით, როდესაც პერსონალი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს, სკოლაში ჩნდება დადებითი „ენერგია“, რაც მოსწავლეებზეც აისახება. ერთ-ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, რომ ბედნიერი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი უფრო ცოცხალი, საინტერესო და ეფექტიანია.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში დანერგილი ინიციატივები მოიცავდა, ყოველდღიურ აქტიურ სწავლებას და მოძრაობაზე დაფუძნებულ გაკვეთილებს,  ღია სივრცეში ჩატარებულ სასწავლო აქტივობებს, პედაგოგების წახალისებისა და აღიარების პროგრამებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების ტრენინგებს, კეთილდღეობაზე ორიენტირებულ კლუბებს. 

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ კეთილდღეობის პროგრამები ყველაზე წარმატებულია მაშინ, როდესაც ხელმძღვანელობენ სკოლის ლიდერები, პროცესში კი ჩართულნი არიან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. ამასთან, სკოლა კეთილდღეობას აღიქვამს არა როგორც დამატებით აქტივობას, არამედ სკოლის კულტურის ნაწილს. 

„ბავშვები ყველაზე უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც თავს უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და მხარდაჭრილად გრძნობენ, იგივე ეხებათ მასწავლებლებსაც“,- აღნიშნავენ კვლევის ავტორები და დასძენენ, რომ Well Schools-ის მიდგომა აჩვენებს, რომ ბედნიერი მასწავლებელი არის არა ფუფუნება, არამედ ხარისხიანი განათლების საფუძველი. სკოლები კი, რომლებიც ზრუნავენ პედაგოგების კეთილდღეობაზე, არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებს აუმჯობესებენ, არამედ ქმნიან უფრო ძლიერ სასკოლო საზოგადოებას.

წყარო Рhys.org


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება