სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 5 აპრილამდეა
29-03-2026
-
+


საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.

კონკურსის მიზანია წერილის წერის კულტურის აღდგენა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობაში წერილობითი კომუნიკაციის წახალისება, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობის მნიშვნელობის ხაზგასმა.

წელს საკონკურსო თემაა: „მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“ და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს.

კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვდება ყველა მონაწილე და გამოვლინდება საუკეთესო სამეული. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.

საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 9 ოქტომბერს, მსოფლიო ფოსტის დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია) გაიმართება.

„საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი იღებს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, კონკურსს ეროვნული ოპერატორები მართავენ.

შედეგად, ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, კონკურსს საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ და გამარჯვებულ ქვეყანას „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება