სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

16 პუნქტი, რომელიც მასწავლებელმა შეფასებისას დაწესრისას უნდა გაითვალისწინოს
31-03-2026
-
+


პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტში გაწრილია, სტუდენტის მიღწევების შეფასების კრიტერიუმები. დოკუმენტი, 2026 წლის 10 მარტს განათლების მინისტრის ბრძანებით საკანონმდებლო მაცნეზეა გამოქვეყნებული. 

როგორც პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტში ვკითხულობთ, ძირითადმა მასწავლებლებმა სტუდენტის შესაფასებლად უნდა იცოდეს შემდეგი ინფორმაცია:

  1. იცნობს შეფასების პროცესთან დაკავშირებულ სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინსტიტუციური მოთხოვნებს;
  2. შეუძლია შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებთან კოლეგებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა;
  3. იცნობს კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების ძირითად პრინციპებს;
  4. იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას სწავლის შედეგების შესაბამისად;
  5. შეუძლია სწავლის შედეგების შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ადეკვატურად შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში ადაპტირება და მოდიფიცირება;
  6. შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი სხვადასხვა სახის შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება;
  7. შეუძლია ვალიდური შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება ან/და ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა;
  8. შეუძლია შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინსტრუქციის შედგენა;
  9. იყენებს კონსტრუქციული უკუკავშირის მეთოდებს სასწავლო პროცესში;
  10. იცნობს დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პრინციპებს არსებული მოთხოვნების შესაბამისად;
  11. შეუძლია პროფესიული სტუდენტების/მსმენელების შეფასება სანდო და ვალიდური მტკიცებულებების შეგროვებით/წარმოდგენით და შეფასების შედეგების ანალიზი;
  12. შეუძლია შეფასების შედეგებთან დაკავშირებით პროფესიული სტუდენტისათვის/მსმენელისთვის კეთილგანწყობილი და მამოტივირებელი უკუკავშირის მიწოდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
  13. შეუძლია პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შეფასების პროცედურების განხორციელება;
  14. იცნობს ინკლუზიური განათლების პრინციპებს და ალტერნატიული შეფასების მეთოდების წესებს;
  15. იცნობს ალტერნატიული შეფასების შედეგების დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პრინციპებს არსებული მოთხოვნების შესაბამისად;
  16. შეუძლია მოდულის, შუალედური შეფასებებისა და საკვალიფიკაციო გამოცდებში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება