სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია
30-03-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყება და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
 
კანდიდატები კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდების - KET/KET FS, PET/PET FS, FCE/ FCE FS, CAE, TKT და YOUNG LEARNERS EXAM (STARTERS, MOVERS, FLYERS) ჩაბარებას ივნისის თვეში შეძლებენ.
 
აპლიკანტებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ვადებში ვერ მოასწრებენ რეგისტრაციის გავლას, გვიანი რეგისტრაციის პროცესი 26 აპრილს დაიწყება და 28 აპრილის, 16:00 საათამდე გაგრძელდება. გვიანი რეგისტრაციის საფასური დამატებით 120 ლარს შეადგენს. 
 
კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე CB PET, CB FCE და CB CAE რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 1 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, გვიანი რეგისტრაცია კი - 16 ივნისიდან 17 ივნისის, 16:00 საათამდე.
 
2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან. რეგისტრაციის პროცესში, „კემბრიჯის“ მენიუში განთავსებული შესაბამისი რეგისტრაციის ღილაკის მეშვეობით, კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
 
იმ შეთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. აღნიშნული ფორმის ყველა ველი, კანდიდატის ნომრის გარდა, უნდა იყოს სრულად შევსებული. ფორმას თან უნდა ერთოდეს 3x4 ზომის ორი ფოტო, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს სკოლის ან მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებლის ან დირექტორის ხელმოწერით. 
 
რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
 
სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში კანდიდატს რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას  წელიწადში სამჯერ - მარტში, ივნისსა და დეკემბერში უზრუნველყოფს.
 
 
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
 
Paper-based Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) – 7 ივნისი
Paper-based FCE – 9 ივნისი
Paper-based KET – 13 ივნისი
Paper-based PET - 13 ივნისი
Paper-based KET fs – 15 ივნისი
Paper-based PET fs – 15 ივნისი
Paper-based TKT – 17 ივნისი
Paper-based FCE fs – 20 ივნისი
Paper-based CAE – 20 ივნისი
Computer-based FCE - 23 ივნისი
Computer-based CAE - 25 ივნისი
Computer-based PET - 25 ივნისი
 
კემბრიჯის გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში.
 

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

ტურნირში მონაწილეობდნენ ვანთის და აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი სპორტული სულისკვეთება, გუნდურობა და საუკეთესო მომზადება აჩვენეს

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები
 

ღონისძიებამ გააერთიანა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინეტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმჩნდა
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება