სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდა გაუქმდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია
02-04-2026
-
+


საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 1 აპრილის ბრძანების შესაბამისად, ცვლილების მიხედვით საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წესს შეეცვალა სახელი და საგნის გამოცდის ჩატარების წესად გადაკეთდა. 

საგნის გამოცდის ჩატარების წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ახლებურად განიმარტა ტერმინი ტესტი – საგნის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმისა“ და „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის“ შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე;

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური თითოეულ საგანში შეადგენს 50 ლარს.

ტესტირება შესაბამის საგანში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად. ტესტირება ერთ საგანში შესაძლოა ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში.

საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა.

საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.

დამატებითი განმარტებისთვის ბრძანებიდან ამოღებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც პროფესიული უნარების გამოცდას უკავშირდებოდა, ვინაიდან პედაგოგებისთვის აღარ ჩატარდება პროფესიული უნარების გამოცდები.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ახალი სქემა გამოქვეყნდა. აქვე შეგახსენებთ, რომ  პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდა არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება