სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას აკრიტიკებს სახალხო დამცველი და შენიშვნები აქვს სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე
02-04-2026
-
+


სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მასწავლებლის 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას და აღნიშნავს, რომ სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაში არასათანადოდაა ინტეგრირებული ადამიანის უფლებათა საკითხები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებები არა მხოლოდ სამართლის, არამედ სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზეც უნდა ისწავლებოდეს. ამ პროგრამებს შორის, მათი განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, გამოკვეთილია მასწავლებლის განათლების პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლების მნიშვნელობა, ცალკე კურსის მეშვეობით, ან ინტეგრირებულად სხვა სასწავლო კურსებში.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მასწავლებლის განათლების 300 კრედიტიან პროგრამებსა და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხი შეაფასა. ამ კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 11 უმაღლესი სასწავლებლის პროგრამა და ჩატარდა საველე სამუშაოები. 

გამოიკვეთა, რომ სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამისთვის განკუთვნილ დარგობრივ მახასიათებელში, სამწუხაროდ, არასათანადოდაა ინტეგრირებული ადამიანის უფლებათა საკითხები.

დოკუმენტის კომპონენტები არ ითვალისწინებს სწავლის იმგვარ შედეგს, რომელიც, მაგალითად, აქცენტს გააკეთებდა ბავშვის უფლებათა, ან შშმ პირთა უფლებების შესახებ ცოდნის გამომუშავების აუცილებლობაზე. ცოდნის ნაწილთან ერთად, ამგვარ სწავლის შედეგს არც ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის ნაწილები ითვალისწინებს.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მიმდინარე წლის თებერვალში მასწავლებლის განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას. თავისთავად, ეს პროგრამა, თავისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე, იძლეოდა ადამიანის უფლებათა ასპექტის სრულფასოვნად ინტეგრირების კარგ შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი კვლავ დააკვირდება ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხს შესაბამის პროგრამებზე ამ მიმართულებით მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით.  

აქვე აღსანიშნავია, ის რეკომენდაციები, რომელიც ომბუდსმენმა გასცა:  

1) შევიდეს ცვლილება „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მოდულში, „მოქალაქეობა“, და განისაზღვროს შემდეგი:

- სწავლის შედეგად დადგინდეს, რომ სტუდენტი აცნობიერებს ადამიანის უფლებათა არსს და მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში;

- სამიზნე ცნებების, „ძალაუფლების“ კომპონენტსა და მოდულის თემებს შორის დაემატოს ადამიანის უფლებები.

2) „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ” განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2025 წლის 26 აგვისტოს MES 3 25 0001029171 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში განისაზღვროს შემდეგი:

- ცოდნის გაცნობიერების კომპონენტში დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღწერს და მსჯელობს ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებათა ძირითად პრინციპებზე;

- უნარების ნაწილში დაემატოს ადამიანის უფლებათა კომპონენტი იმგვარად, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისას და სასწავლო აქტივობების განხორციელებისას კურსდამთავრებული იყენებს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნასა და პრინციპებს;

- პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის ნაწილში, დაემატოს, რომ კურსდამთავრებული აღიარებს ადამიანის უფლებათა პრინციპების მნიშვნელობას და პატივს სცემს მათ საქმიანობის პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება