სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ მოვემზადოთ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის - პროგრამა, ტესტების ნიმუში და ფორმატი
01-04-2026
-
+


მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია როდის დაიწყება ჯერ უცნობა, თუმცა ვიცით რომ წელს უცვლელი რჩება ტექსტის სტრუქტურა და ფორმატი. შესაბამისად გთავაზობთ, დაწყებითი საფეხურის I-IV და I-VI კლასების მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდის პროგრამას, საგამოცდო ტესტის ფორმატს, პროგრამასა და შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც 2025 წლის გამოცდებზე იყო გამოყენებული.

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I – IV):

I - IV კლასების პედაგოგთათვის განკუთვნილი ტესტი ორი ნაწილისგან შედგება - საგნობრივი ცოდნა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) და აკადემიური უნარები (წაკითხული ტექსტის გააზრება და ანალიტიკური ესე).

ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (პროფესიაში შემომსვლელთათვის) 60%-ია. შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტესტში აკადემიური უნარების ნაწილისათვის დადგენილია შიდა ზღვარი - ქულათა საერთო რაოდენობის 40%. შესაბამისად, ამ ნაწილში ზღვრის გადასალახად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 40%-ზე მეტი. 

იხილეთ საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში

2025 წლის ტესტის ფორმატი

საგნობრივი ცოდნის ნაწილის მაქსიმალური ქულა - 51

✓ ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილის მაქსიმალური ქულა - 21
✓ მათემატიკური ნაწილის მაქსიმალური ქულა - 18
✓ ბუნებისმეტყველების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 12

აკადემიური უნარების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 14
✓ წაკითხული ტექსტის გააზრება - ხუთი არჩევითპასუხიანი 1-ქულიანი დავალება
✓ ანალიტიკური ესე - შეფასების სქემის მიხედვით მაქსიმალურ ქულად განსაზღვრულია -9, ტესტის მაქსიმალური ქულა - 65
ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო: 4 საათი
შესაბამისად, პროფესიაში შემომსვლელთათვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%-ზე მეტი) განსაზღვრულია 40 ქულა და მეტი, ხოლო აკადემიური უნარების შიდა ბარიერად (40%-ზე
მეტი) – 6 ქულა და მეტი.

ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-VI:

I - VI კლასების პედაგოგთათვის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) განკუთვნილია ტესტები ორი ნაწილისგან შედგება – საგნობრივი ცოდნა და აკადემიური უნარები.

საგნობრივი ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (პროფესიაში შემომსვლელთათვის) 60%-ია. შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტესტში აკადემიური უნარების ნაწილისათვის დადგენილია შიდა ზღვარი - ქულათა საერთო რაოდენობის 40%. შესაბამისად, ამ ნაწილში ზღვრის გადასალახად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 40%-ზე მეტი. 

იხილეთ საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში

2025 წლის ტესტის ფორმატი

საგნობრივი ცოდნის ნაწილის მაქსიმალური ქულა - 39
აკადემიური უნარების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 14
ტესტის მაქსიმალური ქულა - 53
ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო: 4 საათი
შესაბამისად, პროფესიაში შემომსვლელთათვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%) განისაზღვრა 32 ქულა და მეტი, ხოლო ანალიტიკური უნარების შიდა ბარიერად (40%) – 6 ქულა და მეტი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება