სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

დღეს, 1-ელი აპრილია - სიცილის დღის ისტორია და ყველაზე ადრეული საპირველაპრილო ხუმრობა
01-04-2026
-
+


დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია - ამ ხუმრობით დავიწყეთ დღე, რომელმაც დილიდან გამორჩეული ხალისი შეგვძინა. 1-ელ აპრილს სიცილის დღეა - ხუმრობებისა და იუმორის არაოფიციალური დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღნიშნავენ. საინტერესოა როგორ გაჩნდა დღესასწაული და რა საპირველაპრიო ტრადიციები არსებობს მსოფლიოში?

სიცილის დღის წარმოშობის საყოველთაოდ აღიარებული ვერსია არ არსებობს. გამოყოფენ რამდენიმე გავრცელებულ თეორიას, რომელთა სარწმუნოების დადასტურება რთულია, მაგრამ თითოეულს თავისი არგუმენტირებული საფუძველი გააჩნია:

უძველეს კულტურებში მარტის დასასრული და აპრილის დასაწყისი ემთხვეოდა გაზაფხულის ბუნიობის პერიოდს და ბუნების განახლების ციკლს. ამ დროის დღესასწაულები ხასიათდებოდა ხმაურით, ზარ-ზეიმით, მასკარადებითა და ხუმრობებით. სიცილი და ქაოსი აღიქმებოდა, როგორც რიტუალის ნაწილი, რომლის მიზანიც იყო სამყაროს წესრიგის აღდგენა.

ძველ რომში მარტის ბოლოს იმართებოდა დღესასწაულები სიცილის ღმერთის - რიზუსის პატივსაცემად (რომელიც ანალოგიურია ძველი ბერძნული ღმერთისა - გელოსი).

ინდოეთში ამავე დროს აღნიშნავდნენ (და დღემდე აღნიშნავენ) ჰოლის - ფერების დღესასწაულს - ქუჩებში ადამიანებს ერთმანეთს ფერად საღებავებს ასხამენ, ხუმრობენ და ერთობიან

შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა „სულელთა დღესასწაული“ (ჩვეულებრივ იანვარში აღინიშნებოდა), რომლის დროსაც ირჩევდნენ „უწესრიგობის მბრძანებელს“ საეკლესიო რიტუალების გასასარჟებლად

ყველაზე პოპულარული ევროპული მითი დაკავშირებულია გრიგორიალურ კალენდარზე გადასვლასთან. XVI საუკუნეში საფრანგეთში ახალ წელს მარტის ბოლოს - 25 მარტიდან 1-ელ აპრილამდე აღნიშნავდნენ. როდესაც 1564 წელს მეფე კარლ IX-მ წელიწადის დასაწყისი 1-ელ იანვარს გადაიტანა, მათ ვინც, აგრძელებდა აღნიშვნას ძველი ტრადიციით, „აპრილის სულელებს“ ეძახდნენ, დასცინოდნენ, ეხუმრებოდნენ, სულელურ საჩუქრებს ჩუქნიდნენ და ზურგზე ქაღალდის თევზებს აკრავდნენ. 

ტრადიცია გრძელდებოდა, დროთა განმავლობაში კი 1-ელი აპრილი ხუმრობებისა და სიცილის დღედ იქცა. საფრანგეთში 1-ელ იანვარზე გადასვლა თითქმის ასწლეული გაგრძელდა.

XVIII საუკუნიდან კი სიცილის დღემ მყარად უკვე მოიკიდა ფეხი ევროპულ კულტურაში, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 

როგორ აღნიშნავენ 1-ელ აპრილს მსოფლიოში?

საფრანგეთი და იტალია: 1-ელ აპრილს „სააპრილო თევზს“ ეძახიან. ამ ქვეყნებში ტრადიციაა: ზურგზე შეუმჩნევლად ქაღალდის თევზის დაწებება და გაქცევა. ფრანგულ მედიას უყვარს სახუმარო „ახალი ამბების“ გავრცელება, მაგალითად, თითქოს ეიფელის კოშკს ყიდიან ან ლუვრი სხვა ქალაქში გადადის. 

დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა: ამ ქვეყნებში ხუმრობენ მხოლოდ შუადღემდე. 12 საათის შემდეგ ხუმრობა ცუდ ტონად ითვლება. ზუსტად არავინ იცის, რატომ არსებობს ეს წესი, მაგრამ ამას 1700-იანი წლებიდან იცავენ. 

აშშ: არსებობს „სულელთა დღე“, რომელიც მასშტაბური ხუმრობების საფუძველია. ამერიკული კორპორაციები წლიდან-წლამდე ამზადებენ საპირველაპრილო კამპანიებს. Google „უშვებს“ აბსურდულ ინოვაციებს: 2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია აპლიკაციის შესახებ, რომელიც სტაციონალურ კომპიუტერზე სუნს გადასცემდა. 

შოტლანდიაში  სიცილის დღე გახანგრძლივებულია. 1-ელ აპრილს - უაზრო დავალებების, შეტყობინებებისა და ახალი ამბების გაცვლის დღეა და მას „გუგულზე ნადირობას“ (Hunt the Gowk) ეძახიან. 2 აპრილი - „კუდის დღეა“ (Tailie Day) ამ დღეს შოტლანდიელები ერთმანეთს ეხუმრებიან, ამაგრებენ კუდებს და სასაცილო წარწერებს. 

ინდოეთი: ჰოლის დღესასწაული, რომელიც მოიცავს საღებავის სროლას, წყლის გადასხმას, კოცონზე ხტომას, და, რაღა თქმა უნდა, ხუმრობებს. 

ყველაზე ადრეული საპირველაპრილო ხუმრობა 

დღესასწაულის დამდეგს 1698 წელს გაზეთმა Dawks’s News-Letter დაბეჭდა განცხადება, რომ ლონდონის ტაურის არხებში ლომებს გარეცხავდნენ. რამდენიმე ადამიანი ნამდვილად მივიდა ამ სანახაობის საყურებლად. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე ოხუნჯები ბეჭდავდნენ მოსწაწვევებს ლომების დაბანის ყოველწლიურ ცერემონიაზე. 

არანაკლებ სახალისოა „სიდნეის აისბერგის“ ხუმრობა. 1978 წლის 1-ელ აპრილს, სიდნეის ნავსადგურში ბარჟა გამოჩნდა, რომელსაც გიგანტური აისბერგი ჰქონდა შებმული. ადგილობრივი ავანტიურისტი და მილიონერი დიკ სმიტი, ანტარქტიდიდან ყინულის ნამსხვრევების ჩამოტანის შესახებ რეკლამას დიდი ხნის მანძილზე ავრცელებდა. გეგმავდა ​აისბერგიდან პატარა ყინულის კუბების ჩამოჭრას და თითოეულის ათ ცენტად გაყიდვას. მისი თქმით, ყინული უწმინდესი წყლებიდან ნებიემიერი სასმელის გემოს აუმჯობესებდა. ადგილობრივი რადიოსადგურები რეპორტაჟებს ამზადებდნენ აისბერგის გადაადგილების შესახებ. როდესაც „აისბერგი“ ნავსადგურში ჩავიდა, საიდუმლო გაირკვა. წვიმა დაიწყო, ხანძარსაწინააღმდეგო ქაფი და საპარსი კრემი, რომლისგანაც ყინულის ბლოკი იყო დამზადებული, ჩამოირეცხა და ქვეშ თეთრი პლასტმასის ფურცლები გამოჩნდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სამუშაოს დაწყების გამო სტატუსი 205 მოსწავლეს შეუწყდა - 2025 წელს ჯამში სტატუსი 8614 მოსწავლეს შეუწყდა ან შეუჩერდა - დეტალური ანგარიში

„დაევალოს განათლების სამინისტროს, თანხები საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოს“...

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

ახალი აკრძალვა სკოლის შინაგანაწესში, დირექტორებს შესაძლოა დისციპლინური სახდელი დაეკისროთ - ახალი სასწავლო წლიდან საფრანგეთი გაჯეტებს ზღუდავს

შეიცვლება თუ არა აკადემიური პერსონალი - მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

სტატიას ამდიდრებს ლიდა ზაქარიანის სიტყვები: „რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო დიდია ჩვენი შესაძლებლობები“

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება