სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტებისთვის პირველი ღია კარის დღე გაიმართა - დეტალებს განათლების სამინისტრო ავრცელებს
03-04-2026
-
+


ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და პროფესიულმა კოლეჯებმა მიიღეს მონაწილეობა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა. 
 
ღონისძიების ფარგლებში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
 
„დღეს პირველად გაიმართა ამ მასშტაბის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებს, მომავალ სტუდენტებს აქვთ საშუალება, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც უნივერსიტეტები და კოლეჯები მათ სთავაზობენ.
 
აქ ერთ სივრცეში წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, თბილისში მოქმედი სახელოვნებო უნივერსიტეტები. მათი წარმომადგენლები აბიტურიენტებს შემეცნებით და, ამავდროულად, სახალისო ფორმატში აცნობენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს თავისებურებებს, რაც ახალგაზრდებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიის არჩევასა და კარიერის დაგეგმვაში ეხმარება”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
 
ღია კარის დღეზე უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებმა სასწავლო გარემოს შესახებ პრეზენტაციები გამართეს და აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს. ამასთან, ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამები და სწავლა-სწავლების პროცესში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება