სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო უბნების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით ცნობილია - გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ პირველკლასელის დარეგისტრირება
03-04-2026
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას. 
 
აღნიშნული ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ. 
 
ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.
 
მისამართის განსაზღვრისას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს.
 
დეტალური ინფორმაცია სასკოლო უბნებთან დაკავშირებით ქალაქების მიხედვით:
 
 თბილისი - 10 სასკოლო უბანი: ისანი, სამგორი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი, მთაწმინდა და კრწანისი.
მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში. ასევე, თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებულ ბავშვის მშობელს, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს. 
 
ქუთაისი -5 სასკოლო უბანი: 
სასკოლო უბანი - ავტოქარხანა;
სასკოლო უბანი - გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი;
სასკოლო უბანი - ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა;
სასკოლო უბანი - ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია;
სასკოლო უბანი - ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი. 
 
ბათუმი - 4 სასკოლო უბანი :
სასკოლო უბანი - ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი;
სასკოლო უბანი - ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი;
სასკოლო უბანი - თამარი, მწვანე კონცხი;
სასკოლო უბანი - გონიო, აეროპორტი, სამრეწველო;
 
რუსთავი - 3 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი - დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ. შარტავას ადმინისტრაციული ერთეული;
სასკოლო უბანი - ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული;
სასკოლო უბანი - გ. ჭყონდიდელის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.
 
რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავს და ფოთს - აღნიშნული ქალაქები სასკოლო უბნებად არ არის დაყოფილი და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება