სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოქვეყნდა
03-04-2026
-
+


"ცნობარი აბიტურიენტებისათვის" წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო სახელმძღვანელოს, რომელიც მომავალ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ეფექტიანად დაგეგმონ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, ისე რეგისტრაციის ეტაპები.
 
 
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს აბიტურიენტებისთვის აუცილებელ და დეტალურ ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებისა და  საგამოცდო პროცესის შესახებ. მასში გაერთიანებულია გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა და ეტაპები, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესები და რეკომენდაციები, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისა და მიმდინარეობის საკითხები, შედეგების გამოქვეყნების წესი, აპელაციის პროცედურა და უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი. 
 
დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი  და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც აბიტურიენტებს ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და  პრიორიტეტების განსაზღვრაში.
 
ცნობარში დამატებით ასახულია ინფორმაცია თითოეული საგნისთვის განსაზღვრული კოეფიციენტების, კომპეტენციის მინიმალური ზღვრის, სწავლის საფასურისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და რეგისტრაციისა და საგამოცდო პროცესის ყველა ეტაპი შესაბამისად დაგეგმონ.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება