სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

სკოლებში ანალოგურ საათებს ხსნიან - ციფრული ეპოქის გავლენა ბრიტანულ და ამერიკულ სასწავლო დაწესებულებებში
20-03-2026
-
+


ისრებიანი საათები შესაძლოა ბრიტანეთის სკოლებში თანდათან წარსულს ჩაბარდეს, რადგან ბავშვებმა მათი მიხედვით დროის განსაზღვრა თითქმის დაივიწყეს და ხშირად ჩივიან, რომ გამოცდის დროს ვერ ხვდებიან, რამდენი დრო გავიდა და როდის უნდა ჩააბარონ ნაშრომი. ამის შესახებ გაზეთი Daily Star წერს.

„ამჟამად ანალოგურ მოწყობილობებს მასობრივად ცვლიან ციფრულით, რადგან ბავშვები სწორედ ასეთ სისტემას არიან შეჩვეულნი. ისინი მუდმივად ხედავენ ციფრულ საათებს საკუთარ ტელეფონებსა და კომპიუტერებში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის სკოლებისა და კოლეჯების ხელმძღვანელთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, მალკოლმ ტრობემ.

ტრობეს თქმით, ახალი თაობა ტრადიციულ ციფერბლატს ისე კარგად ვეღარ კითხულობს, როგორც უფროსი თაობა, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი, რაც მათ გარშემოა, ციფრულია, ამიტომ ახალგაზრდობა დროსაც სწორედ ასე აღიქვამს.

აღნიშნული საკითხი ადრე სოციალურ ქსელებშიც განიხილებოდა. მასწავლებლები საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ და საუბრობდნენ ამ ფენომენის გავრცელებაზე.

ინგლისური ენის მასწავლებელმა შერილ კუაინმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა რამდენიმე წლის წინ შენიშნეს, როდესაც გამოცდზე მყოფმა ზოგიერთმა მოსწავლემ ვერ შეძლო გაეგო, რამდენი დრო იყო გასული. 

Twitter-ის ბევრი მომხმარებელი აკრიტიკებდა პედაგოგებს იმის გამო, რომ ისინი თითქოს შეგუებულნი არიან ამ მდგომარეობას და არ ცდილობენ ბავშვებს ანალოგური საათის ცნობა ასწავლონ. თუმცა სხვა კომენტატორები მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაცვასაც შეეცადნენ.

„თქვენ აღშფოთებული ხართ იმით, რომ სკოლები ბავშვებს ანალოგური საათის ცნობას აღარ ასწავლიან, მაგრამ თავად შეგიძლიათ იეროგლიფების კითხვა ან მზის საათზე დროის განსაზღვრა? ისინი უკვე აღარ არის საჭირო. დრო იცვლება და ამას უნდა აუწყოთ ფეხი“,- დაწერა  ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტენდენციაა ამერიკაშიც. ბევრ თანამედროვე მოსწავლეს უჭირს ანალოგური საათის წაკითხვა, რადგან ისინი გაიზარდნენ ტელეფონებისა და ციფრული ეკრანების გარემოცვაში.

სკოლებში სმარტფონების აკრძალვის შემდეგ გაირკვა, რომ ბევრ ბავშვს ისრიანი საათის მიხედვით დროის განსაზღვრა აღარ შეუძლია. ქუინსის ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილემ, ტიანა მილენმა, გამოცემა Gothamist-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სკოლებში სმარტფონების აკრძალვამ ზოგადად დადებითი შედეგი მოიტანა - მათ შორის, მოსწავლეები გაკვეთილებზე უფრო ყურადღებიანი გახდნენ და შესვენებების დროს ერთმანეთთან უფრო აქტიურად ურთიერთობენ. თუმცა ამ ცვლილებამ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოავლინა: ზოგიერთი უმცროსი კლასის მოსწავლე ვერ იყენებს ანალოგურ საათს.

 ამ მოსაზრებას იზიარებს მადდი მორნინვეგიც, რომელიც მანჰეტენში მდებარე უფროსკლასელთა სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. მისი თქმით, ხშირად ისმის ერთი და იგივე კითხვა: „რომელი საათია?“ მოსწავლეებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რამდენი წუთი დარჩა გაკვეთილის დასრულებამდე. საბოლოოდ კი საქმე იქამდეც მივიდა, რომ მას ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს საათის დიდი და პატარა ისრები.

თუმცაღა სპეციალისტებმა პრობლემა ჯერ კიდევ სმარტფონების აკრძალვამდე შეაიჩნიეს. 2017 წელს ოკლაჰომაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 6–12 წლის ასაკის ბავშვებიდან მხოლოდ ყოველი მეხუთე ახერხებდა ანალოგური საათის მიხედვით დროის განსაზღვრას. თანამედროვე სამყაროში ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც ჩანს, რადგან ისრიანი საათი დღეს უკვე თითქმის აღარ გვხვდება ბევრ ოჯახში. „ისინი საკმარისად აღარ გამოიყენება,“ - აღნიშნავს ტრევის მალეკპური, რომელიც კარდოზოს სკოლაში ინგლისურ ენასა და მათემატიკას ასწავლის. მისი თქმით, მან ალგებრის ზოგიერთი გაკვეთილის ფარგლებში სპეციალურად ჩართო დროის განსაზღვრისა და კალენდრის მართვის ელემენტები.

ამავე დროს, ბავშვთა ციფრული მედიისა და განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კრის პერი, აღნიშნავს, რომ მთავარი კითხვა ისაა, აღნიშნული ცვლილება კოგნიტური უნარების დაქვეითებას ნიშნავს თუ უბრალოდ ერთგვარ ჩანაცვლებას. მან მოიხმო ტვინის სკანირების კვლევა, რომლის მიხედვითაც, ხელში წიგნის დაჭერა და ხელით წერა, ზოგადად, ტვინის უფრო მეტ აქტივობას იწვევს, ვიდრე ეკრანიდან კითხვა და კლავიატურაზე ბეჭდვა. რამდენიმე პედაგოგმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ანალოგური საათის ცნობაში ჩამორჩებიან, მათი ციფრული უნარები საკმაოდ განვითარებულია. ბევრ სკოლაში მოქმედებს პროგრამირების და რობოტიკის რთული სასწავლო პროგრამები, ხოლო ზოგჯერ მასწავლებლებსაც კი უწევთ ტექნოლოგიურ საკითხებში მოსწავლეებისთვის დახმარების თხოვნა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

ლოჯისტიკის სამმართველო სახელი შეეცვალა და ღონისძიებების სამმართველოდ გადაკეთდა - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

ბავშვები ინტერესით მოეკიდნენ გამოფენისთვის ექსპონატების შეგროვებას

საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება