სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ახმეტის ეტალონი მოსწავლე'' პანკისის ხეობიდანაა
19-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ''ახმეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილი, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

''ახმეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს დუისის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მარგოშვილი დაეუფლა. 

მარიამ მარგოშვილი თავის შთაბეჭდილებებს Etaloni.ge-ს უზიარებს:

‘’ძალიან გახარებული ვარ რომ ‘’ახმეტის ეტალონი მოსწავლე’’ გავხდი. არ ველოდი გამარჯვებას. პირველ რიგში, ჩემი გამარჯვება განაპირობა იმან, რომ ყურადღებით ვუსმენდი წამყვანის მითითებებს და ვცდილობდი ლოგიკურად გამეცა კითხვებისთვის პასუხი. მომავალ ‘’ეტალონელებს’’ ვურჩევდი, რომ არ დაიბნენ, სანამ პასუხს გასცემენ კითხვას, დაფიქრდნენ. ასევე, ყურადღებით უნდა უსმინონ წამყვანს და რაც მთავარია, არ ინერვიულონ.’’

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილი :

„ეტალონით’’ ახმეტის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია დაინტერესებული. მოსახლეობის სახელით მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩას ასეთი პროექტისთვის. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. ძალიან მნიშვნელოვანი და და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ეს დიდი დღესასწაული იყო ახმეტისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის ბატონ გოჩას და ‘’ეტალონის’’ შემოქმედებით გუნდს. ჩვენი მუნიციპალიტეტი ამ პროექტს ყოველთვის ხელს შეუწყობს.“

ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე:

„ახმეტაში ცოდნის ზეიმი იყო. სწორედ ‘’ეტალონის’’ დამსახურებაა, რომ ამდენი ბედნიერი და წარმატებული ბავშვი ერთად შეიკრიბა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლეების წარმატებას, მათ განვითარებას შეუწყოს ხელი. მშობლებისთვის დიდი სიხარულია, როცა თავიანთი შვილების წარმატებას ხედავენ. ნამდვილად ძალიან ბედნიერი დღე იყო ახალგაზრდებისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის. “

დუისის სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური:

‘’ძალიან გაგვახარა გამარჯვებულმა. მარიამი ძალიან ნიჭიერი, განათლებული, შრომისმოყვარე და თამამი გოგონაა. სწორედ ამიტომ გახდა გამარჯვებული. მას ძალიან უყვარს წიგნის კითხვა. სულ კითხულობს, შესვენებებზეც კი წიგნი უჭირავს და კითხულობს. მარიამი ძალიან წარმატებული მოსწავლეა, თუკი რაიმე აქტივობა ხორციელდება სკოლაში იგი აუცილებლად იღებს მონაწილეობას.’’

დუისის სკოლის მასწავლებელი, ''ეტალონის'' ტრენერი, ნათელა ალდამოვი:

‘’ძალიან კმაყოფილები და გახარებულები ვართ. სწორედ ჩვენის სკოლის მოსწავლე გახდა გამარჯვებული და ეს ორმაგი სიხარულია ჩვენთვის. ნამდვილად  კარგი პროექტია ‘’ეტალონი’’. მოხარულები ვართ, რომ ყოველ წელს ტარდება რაიონში ასეთი კარგი ინტელექტ-შეჯიბრი.’’

ახმეტის N2 სკოლის დირექტორი ეკატერინე პატარკაციშვილი:

‘’პირველ რიგში მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. დიდი სტიმული იყო ბავშვებისთვისაც თქვენი ჩვენ სკოლაში სტუმრობა. ამჯერად, ჩვენი სკოლის მოსწავლე არ არის გამარჯვებული, მაგრამ ხუთეულში მოხვდა და ეს უკვე წარმატებაა. ეს ყველაფერი კი ბავშვების მოტივაციისთვის ძალიან კარგია. ყოველ წელს უფრო მეტ მოსწავლეს უჩნდება ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობის მიღების სურვილი. წელს, მასწავლებლებს სურვილი გაუჩნდათ გარკვეული წრეები შექმნან, დამატებით მოამზადონ ბავშვები. ასე, რომ მოსწავლეთა და მასწავლებელთა აქტიურობის ზრდა ნამდვილად იგრძნობა.’’

''ახმეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი მარიამ მარგოშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

პიროვნება

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

ღონისძიებამ არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა და მშობელთა გულები სიამაყით აავსო

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება