სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

თანამედროვე ტექნოლოგიები და ბავშვების ურთიერთობა მათთან
17-10-2017
-
+


რატომ კითხულობდა უფრო მეტ წიგნს და უფრო დიდი მონდომებით გასული საუკუნეების ბავშვი, ვიდრე თანამედროვე, ძალიან საინტერესოდ პასუხობს დანიელ პენაკი თავის ბესტსელერში ''რომანივით საკითხავი''. 

ის წერს, რომ მშობლები საღამოს უკრძალავდნენ შვილებს კითხვას იმ მიზეზით, რომ ბავშვს მხედველობა გაუფუჭდებოდა, დღის განმავლობაშიც ურჩევდნენ გარეთ ერბინათ, ევარჯიშათ ან ეთამაშათ, რადგან თვლიდნენ - სუფთა ჰაერზე ყოფნა, მათთვის გაცილებით სასარგებლო იყო, ვიდრე ბევრი კითხვა. ''ასე რომ, კითხვის დრო არასდროს იყო!'' - წერს პენაკი. ამ ტიპის აკრძალვა კი კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდიდა წიგნს. ''მეამბოხე ასაკში'' მოზარდები უფრო და უფრო ეტანებოდნენ ''აკრძალულ ნააყოფს'', ხოლო ის, ვინც დამჯერი და ''მორჩილი'' იყო, ალბათ ჯანმრთელი, მაგრამ გაუნათლებელი რჩებოდა. 

დრო შეიცვლა და მშობლებმა აღარ ვიცით, როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა წიგნი ხელიდან არ გააგდოს, ვამაყობთ, თუ რომელიმე მათგანს კითხვა უყვარს, მაგრამ ასეთები დღეს ცოტანი არიან. ბავშვების ინტერესი ელექტრონული სამყაროსაკენაა მიმართული. კომპიუტერული თამაშები, მულტფილმები და საერთოდ ''ეკრანი'' დიდი დოზით, ჩვენგან მკაცრად იკრძალება.

ყოველ შემთხვევაში, ყველა მშობელი ცდილობს შვილს წიგნის უპირატესობაზე მიანიშნოს, შეაშინოს იმით, რომ ეკრანი თვალს ატკენს, კომპიუტერული თამაშები კი - დააჩლუნგებს! ''მკვლევართა აზრით, კომპიუტერული თამაშები ბავშვებს მათ მნიშვნელობას, უნიკალურობას აგრძნობენებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან და დიადი საქმეების კეთება შეუძლიათ.'' გარდა ამისა, ბავშვები სწავლობენ, ამა თუ იმ სიტუაციაში, როგორი გამოსავალი იქნება ოპტიმალური, ისინი დამოუკიდებლად ებრძვიან ვირტუალურად დასმულ პრობლემებს და დამოუკიდებლად ეძებენ მათი გადაჭრის გზებს, უვითარდებათ ისეთი ტიპის აზროვენება, როგორიც წინა თაობების უმრავლესობას არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ
 
მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად ქცეული გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება