| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფრანგული ენის პედაგოგები პროფესიულ სტაჟირებას საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით გაივლიან. ასევე ამოქმედდება საფრანგეთში სტაჟირების პროგრამა, რომელიც ქართული სასკოლო დაწესებულების დირექტორებისთვის იქნება განკუთვნილი.
შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 7 ოქტომბერს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიას საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ესწრებოდნენ.
მემორანდუმი ფრანგული ენის მასწავლებლებისა და სასკოლო დაწესებულებების დირექტორების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ცენტრი და ინსტიტუტი ერთობლივად იღებენ ვალდებულებას: ერთობლივად გაუწიონ ორგანიზება ფრანგულის, როგორც უცხო ენის ქართველ მასწავლებელთა ტრენინგებს თბილისსა და რეგიონებში;
ასევე, ყოველწლიურად დასახელდება ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი და საუკეთესო სკოლის დირექტორი, რომელთაც სპეციალური სტიპენდია გადაეცემათ.
საერთაშორისო ქსელის IFProf ფარგლებში, ჩამოყალიბდება საქართველოში ფრანგული ენის მასწავლებელთა ქსელი, შესაბამისად ქართველ პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცემათ უცხოელ კოლეგებს გაუზიარონ გამოცდილება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა