TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

რატომ არ ტარდება მილენიუმის ტრენინგები ყველა საგნის მასწავლებლისთვის და რა იგეგმება სამომავლოდ?
17-10-2017
-
+


მილენიუმის ტრენინგებს საჯარო სკოლების მე-7- მე-12 კლასების მასწავლებლები გადიან. ტრენინგების გავლის შესაძლებლობა ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის მასწავლებლებს აქვთ. 

რატომ არ ტარდება მილენიუმის ტრენინგები ყველა საგანში და იგეგმება თუ არა, აღნიშნული ტრენინგები სხვა საგნების მასწავლებლებისთვის? 


ამ და სხვა კითხვებით Etaloni.ge ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორ თამარ ხურციას დაუკავშირდა:


''პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ 6 საგნის ტრენინგებს: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ინგლისური. მასწავლებელი, რომელსაც ტრენინგების გავლის სურვილი აქვს მე-7 - მე-12 კლასებს უნდა ასწავლიდეს.  ეს პროექტი სხვა საგნებს არ გულისხმობს და არც სამომავლოდ არ არის დაგეგმილი სხვა საგნებში ჩატარდეს აღნიშნული ტრენინგები.’’ - აღნიშნა თამარ ხურციამ.  

- გარდა ტრენინგებისა, კიდევ რა აქტივობებს მოიცავს ეს პროექტი? 

- ეს პროექტი არის პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, ტრენინგების გარდა, მოიცავს კონფერენციებსა და ტრენინგის შემდგომ სამუშაო შეხვედრებს, სადაც მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება, ერთობლივად დაგეგმონ საკლასო და კლასგარეშე აქტივობები.   

- ტრენინგების გავლის შედეგად რამდენ კრედიტქულას მიიღებს მასწავლებელი? 

- ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებელი მიიღებს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს და შესაბამის კრედიტ-ქულებს. ვის რამდენი კრედიტ-ქულა მიენიჭება ეს ინდივიდუალურად განისაზღვრება. 

- ექნება თუ არა, საქართველოს მასშტაბით ყველა მასწავლებელს ამ ტრენინგების გავლის შესაძლებლობა და სად ჩატარდება ტრენინგები? 


- საქართველოს მასშტაბით ყველა პედაგოგს, ვინც ასწავლის ჩამოთვლილ ექვს საგანს და არის მე-7 - მე-12 კლასის მასწავლებელი, ექნება ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა. ტრენინგების შესახებ რესურსცენტრების საშულებით ეცნობებათ მასწავლებლებს და მთელ საქართველოში, რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე შერჩეულ პარტნიორ სკოლებში, შაბათს და კვირას ჩატარდება. 

- თუ მასწავლებელს ამ ტრენინგებზე დარეგისტრირების პრობლემა ექნება...

- თუ მასწავლებელს ამ ტრენინგებზე დარეგისტრირების პრობლემა ექნება, შეუძლია წერილით მიმართოს მასწავლებლის სახლს და დაემატება ადგილები. 

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება შედგება ორი მიმართულებისაგან: 

ზოგადი პროფესიული უნარების სასწავლო კურსი „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ (სამი მოდული, ჯამში 36 საკონტაქტო საათი) და საგნობრივი მეთოდიკის კურსი „საგნის აქტიური სწავლება“ (საგანში ერთი მოდული, თითოეული 24 საკონტაქტო საათი).

ტრენინგების მიზანია მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლება, როგორც ზოგადი პროფესიული უნარების, ისე საგნობრივი მეთოდიკის მიმართულებით. სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვა სკოლებში ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, შესაბამისად, მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებით.

პროექტის ფარგლებში სულ 24,000-მდე საჯარო სკოლის პედაგოგის გადამზადება მოხდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები
პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას
 

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება