სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფსიქოლოგიური დახმარება და საგამოძიებო მოქმედებები ერთ სივრცეში - ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრი იხსნება
21-09-2020
-
+


ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, სსიპ - „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება.

2021 წელს ცენტრი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ცენტრის მომსახურების მიზანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე მორგებულ გარემოში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, ცენტრი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოში „ბარნაჰუსის მოდელის“ სახელით არის ცნობილი:

„ცენტრი მორგებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, როგორც ინფრასტრუქტურული ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით და საპილოტე რეჟიმში მოემსახურება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. პილოტირება დასრულდება 2021 წლის ბოლოს, რის შემდეგაც შესაძლებლობა გვექნება, ვიმსჯელოთ ცენტრის ბენეფიციართა წრის გაფართოებაზე. ცენტრის იდეაა, ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახუროს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ეს გულისხმობს იმას, რომ იმავე სივრცეში, სადაც ხდება მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, ბავშვის გამოკითხვა იქნება ეს თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება