| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2020-2021 სასწავლო წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევების და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ ინფორმაციას მშობლებს ელექტრონული ფორმით გააგებინებენ.
„ახალი სასწავლო წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში - erofficers.emis.ge აღრიცხავენ.
ელექტრონული პროგრამა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შეიქმნა. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.
პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევების და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ ინფორმაცია მშობლებს ელექტრონული ფორმით ეცნობებათ. ელექტრონულ ჟურნალი eSchool-ის ბაზაზე იფუნქციონირებს“, - ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა