სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლა-პანსიონი, საბავშვო ბაღი, სილამაზის სალონი - მშობელთა ვარამი დისტანციური სწავლების დაწყების შემდეგ
15-09-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წელს სწავლა ნაწილმა დისტანციურად დაიწყო და მშობლების ვარამმაც არ დაახანა.

„ვფიქრობ, ბავშვს ფეხსაცმელი ვუყიდო თუ სახლის ჩუსტი“ - ასეთი ხუმრობა შემხვდა ორიოდე თვის წინ სოციალურ ქსელში. ჯერ ვიცინე, მერე გავბრაზდი და ბოლოს დეპრესიამაც მომაკითხა, როცა წარმოვიდგინე, შესაძლოა ძველ - დისტანციურ ნიშნულს დავბრუნდებოდით.

ჰოდა, დადგა ეს დღეც - მოვესწარით, სასკოლოდ გაპიწკინებული ბავშვები ახლა გამოეწყობიან, ოთახებში მოკალათდებიან და დისტანციურ სწავლებას შეუდგებიან.

ძალიან არ მოგვწონს ეს ყველაფერი, თუმცა თავსზემოთ ძალა არაა და ამიტომ ონლაინ-მოსწავლის მშობლებმაც იუმორით შეხედეს ამ საკითხს.

აი, მაგალითად, ერთ-ერთი სტატუსი, რომელმაც დილიდან გამამხიარულა:

„ჩვენ სახლში აღმოვაჩინე რომ არის სამი კლასი, ერთი საბავშვო ბაღი, სალონი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად, ამდენი ადამიანის საცხოვრებელი, დილას ჩემმა შვილმა გამაღვიძა მამა სკოლაში მივდივარ ოთახიდან გადიო ავდექი და გავედი, მისაღებ ოთახში თურმე სხვა კლასი ყოფილა და ახლა მეორე საძინებელში შევედი, იქ ცოტა უფრო მაღალი კლასი დამხვდა და აბა, რას ვიზამდი? ავდექი და ყოფილ ლოჯში, ანუ ახლანდელ სილამაზის სალონსა და საბავშვო ბაღში დავჯექი გამოდის, რომ ათი საათის მაგივრად, ყოველ დღე ცხრა საათზე უნდა გავიდე სახლიდან და ახლა არ დაგავიწყდეთ კიდევ რომ ჩემს მრავალფუნქციონალ სახლს (სკოლას,ბაღს,სალონს) ყავს ორი დირექტორი, რომლებიც გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესში სუნთქვასაც კი კრძალავენ“.



კიდევ ერთ მშობელი იმაზე ნერვიულობდა, ბავშვი შატალოზე სად წავა:

„მეშინია, გაპარვაში  ჩემი შვილი მე რომ დამემსგავსოს და ისეთი სიხშირით გაიპაროს სკოლიდან, მერე რა მეშველება, ჩვენ სახლში მივდიოდით ხოლმე და ახლა?“

აი, ჩემმა მეგობარმა სკოლა-პანსიონი გახსნილად გამოაცხადა:

„სკოლა-პანსიონი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებები ბავშვებოოო“...



ერთს კი უკვე ვალერიანი სჭირდება, ამიტომ მსუბუქი დამამშვიდებლების მომარაგება გადაწყვიტა...

აი, ასე დაიწყო ახალი 2020-2021 სასწავლო წელი ამჯერად უკვე მშობლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ აპრილში იყვნენ ნერვული აშლილობის ზღვარზე და წარმოდგენაც არ გვინდა, რა ამბები დატრიალდება, დისტანციური სწავლება კვლავ რომ გაგრძელდეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება