| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლის წარმომადგენელი წარმატებულ კურსდამთავრებულებს გვაცნობს.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ თავიანთი მოსწავლეებით, რომლებმაც უკვე წარმატებით შეაბიჯეს ცხოვრების ახალ ეტაპზე და მათი სტატუსი - მოსწავლე შეიცვალა სტუდენტით.
„სკოლაში გატარებულმა წლებმა უკვალოდ არ ჩაიარა, მასწავლებელთა დაუღალავმა შრომამ, მონდომებამ და სურვილმა, სრულყოფილად გადაეცათ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, გამოემუშავებინათ საჭირო უნარ-ჩვევები მოსწავლეებისთვის, თავისი შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო და ჩვენი მოსწავლეები - მიზანდასახულები, მონდომებულები, მოაზროვნეები და წარმატებულები უკვე საქართველოს უნივერსიტეტების ღირსეული სტუდენტები არიან, ხოლო გამოცდებზე, მათმა დაფიქრებულმა მუშაობამ, ამ მოსწავლეთა უმრავლესობას გრანტის მოპოვების სიხარულიც მიანიჭა.
გვინდა იცნობდეთ ჩვენი სკოლის ღირსეულ წარმომადგენლებს, ორი პარალელური მეთორმეტე კლასის წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებმაც მიზნის მისაღწევად მცდელობები, ენერგია და ძალა არ დაიშურეს და შედეგმაც არ დააყოვნა.
ორივე მე-12 კლასიდან 42-მა მოსწავლემ დაისახა მიზნად სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა და ყველა მათგანი გახდა სტუდენტი. მათგან გვყავს ოქროსი და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებიც. ამჯერად, მინდა ამ შესანიშნავი ადამიანების შრომითა და აზროვნებით მოპოვებულ ჯილდოზე, სახელმწიფო გრანტების შესახებ გაგაცნოთ და გაგახაროთ, რადგან ყველა ქართველს გვაბედნიერებს ჩვენი ქვეყნის ღირსეული ახალგაზრდები.
მაშ ასე,
რასაც გასცემ, უკან გიბრუნდება, ჩვენი სკოლის მასწავლებლებს კი გაცემული შრომა, ენერგია, მონდომება, ძალისხმევა, მოსწავლეებმა ასე დაუბრუნეს - უდიდესი სიხარული, სიამაყე, ბედნიერება, დაფასება, აღიარება აჩუქეს თავიანთ მასწავლებლებს. სხვა რა უნდა ინატროს სკოლამ, როდესაც თავის პირველ, ფუნდამენტურ მიზანს ასე წარმატებით აღწევს.
მადლობა ამ მოსწავლეებს! მათ წინ მრავალფეროვანი გამოცდილებებით აღსავსე დღეები ელით. გვჯერა, გამოწვევებს, რომლებსაც სტუდენტური ცხოვრების ეტაპზე შეხვდებიან, ღირსეულად გაუმკლავდებიან და კიდევ უფრო მრავალმხრივს გახდიან ამჟამინდელ წარმატებებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ