| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - სტეპან ავეტისიანმა და მარტინ ხაჩატურიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100-იანი გრანტით სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და ყველა თანამშრომელი მათ სტუდენტობას ულოცავს.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექცია და ყველა თანამშრომელი მთელი გულით ვგულშემატკივრობდით ჩვენს მოსწავლეებს სტეპან ავეტისიანს და მარტინ ხაჩატურიანს მისაღებ გამოცდებზე გასვლისას და სულმოუთქმელად ველოდით შედეგებს. უკვე ცნობილი გახდა, რომ ორივე მათგანმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მოიპოვა 100%-იანი გრანტი. მთელი გულით ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას ცხოვრებაში! სკოლა ამაყობს თქვენით და მადლობას გიხდით, რომ ასე გვასახელეთ!“,-აღნიშნულია მისალოც წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“