| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის ლაფანყურის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ნიჭიერ კურსდამთავრებულს - მარიამ არჯევნიშვილს გვაცნობს.
მარიამ არჯევნიშვილმა სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა, მაღალი შედეგები აჩვენა ეროვნულ გამოცდებზეც.
აქტიური, ხალისიანი, ყოჩაღი, პასუხისმგებლობით სავსე მარიამი სკოლაში სწავლის პერიოდში ჩართული იყო არაერთ საგანმანათლებლო თუ შემეცნებით პროექტში, ახარებდა საკუთარი წარმატებით ყველას: სკოლას, მასწავლებლებს, გამზრდელ ბებო-პაპას...
მარიამს ძალიან უყვარს ხატვა და სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით აპირებს.
„დედამ ვერ მიგაცილა პირველ კლასში, ვერც შენი პირველი „აი ია“ მოისმინა. ვერც გაცილებდა დილით და სკოლიდან დაბრუნებულს გხვდებოდა, რომ ჩაგხუტებოდა და შენი იმდღევანდელი განცდები და შთაბეჭდილებები მოესმინა...
წლები გავიდა....
სკოლა დაამთავრე... ვერც ახლაა დედა შენ გვერდით, შენს ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან დღეს“.... (ამონარიდი ემიგრანტი დედის - ხატია ხეცაშვილის წერილიდან)
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“