სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი 5 მარტივ ეკო-ჩვევას გვიზიარებს
14-08-2020
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორი ანნა წულაია, ეკოლოგიის მნიშვნელობაზე გვესაუბრება და გვასწავლის, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს:

 5 მარტივი ეკო-ჩვევა, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია

ბოლო წლების მანძილზე ხშირად გვესმის სიტყვები „ეკოლოგია“, „ეკოლოგიური პრობლემები“, „ეკოლოგიური საშიშროება“. მაგრამ რამდენმა ჩვენგანმა იცის ამ ტერმინის მნიშვნელობა?

ეკოლოგია - ეკო (სახლი) + ლოგოს (ცოდნა) - არის სახლმცოდნეობა. ეკოლოგია შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთობას ერთმანეთთან და გარემოსთან.

1970 წ. ამერიკელმა ეკოლოგმა, ბარრი კომმონერმა შეიმუშავა ეკოლოგიის 4 კანონი.

პირველი კანონი გვეუბნება, რომ „ყველაფერი ყველაფერთანაა დაკავშირებული“.

რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დედამიწის ნებისმიერ ადგილას მოხდება რამე, ყველაზე იმოქმედებს, ყველას შეგვეხება: იქნება ეს ნავთობის გაჟონვა გარემოში, მჟავა წვიმები, ხანძრები თუ Covid-19.

გვინდა თუ არა, დედამიწის ყველანი ცოცხალი არსებები ვართ ერთ დიდ ხომალდზე, ნოეს კიდობნის მსგავსად; რაც უფრო მალე ვაღიარებთ ამ ფაქტს და ავღიქვამთ პასუხისმგებლობას, მით უფრო ეფექტური იქნება ცვლილებები.

რით შეგვიძლია რიგით მოქალაქეებს, შევიტანოთ წვლილი გლობალური პრობლემების მოგვარებაში?

გთავაზობთ 5 მარტივ ეკო-ჩვევას, რომელთა დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში შესაძლებელია.

N1 - მრავალჯერადი ჩანთების გამოყენება

პოლიეთილენის პარკები ნამდვილად იქცა ეკოლოგიურ კატასტროფად. შევამციროთ მათი ოდენობა და საყიდლებისთვის გამოვიყენოთ ჩანთები. ამით ხელს შევუწყობთ ბევრ ეკო–მოხალისეს, რომლებიც კერავენ ჩანთებს.

N2 - სრული დატვირთვა სარეცხ მანქანას

წყალი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. ის დაბინძურების შემდეგ რამოდენიმე რთულ და ხანგრძლივ ეტაპს გაივლის, სანამ კვლავ სუფთა გახდება. ნუ ჩართავთ სარეცხ მანქანას ერთი-ორი ნივთის გასარეცხად. ამით დენსა და სარეცხსაც დაზოგავთ.

N3 - ხარისხიანი ნივთების შეძენა

შევეცადოთ, შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები. შეიძლება ფასში სხვაობა არც ისეთი დიდი იყოს, მაგრამ უხარისხო ნივთი ერთი სეზონის მეტს არ მოგემსახურებათ (განსაკუთრებით ეს ეხება ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, საოჯახო ტექნიკას).

N4 - უარი ვთქვათ პლასტმასის ბოთლებზე

პლასტმასის ბოთლები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ლიდერია. თუ ვმოგზაურობთ, პიკნიკზე მივდივართ ან დასასვენებლად, მოვამზადოთ სასარგებლო ლიმონათი და წავიღოთ თან.

ძალიან ხარისხიანია მოლაშქრეების საგზაო ბოთლები, მათი წაღება სამსახურშიც და სასწავლო დაწესებულებაში შეიძლება.

N5 - აჩუქე ნივთს მეორე სიცოცხლე

თუ გაქვთ ნივთები რომლებიც არ გჭირდებათ და ისინი კარგ მდგომარეობაშია – ნუ გადაყრით. ჰკითხეთ მეზობლებს, მეგობრებს, მოიძიეთ ინტერნეტში. ხშირად გაცვლა, გაყიდვა ან გაჩუქებაც შესაძლებელია.

ჩვენს პლანეტაზე ჩვენს მეტი არავინ იზრუნებს! გავუფრთხილდეთ გარემოს!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება