სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედა და მისი გოგონა ერთად ჩავებმებით სასკოლო ფერხულში“ - წევის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სასექტემბრო მოლოდინი
11-08-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ცერცვაძე:

"ქართული კულტურის, ტრადიციების წიაღში ვიზრდებოდი, ვიზრდები, ვყალიბდები პიროვნებად. არ იქნება სწორი თუ ვიტყვით, რომ პედაგოგის სურვილი და მოლოდინი მხოლოდ სასწავლო წლის დაწყებით შემოიფარგლება. ჩვენი ფიქრი და მისწრაფება მოსწავლეებს ემსახურება. ოთარ ჭილაძეს დავესესხები,რომელმაც თქვა: "ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია". ამ ადამიანს ვქმნით ჩვენ - მშობლები, პედაგოგები და გარემო. შესაბამისად, როგორც მშობელს და მასწავლებელს, გათავისებული მაქვს ვალდებულება, ჩემი შვილი თუ მოსწავლე ქართულ გზას, კულტურას, ღირებულებებს არ ავაცდინო და მრავალსაუკუნოვან, სისხლით მოსულ ერს პირვანდელი სახე შევუნარჩუნო. ვფიქრობ, ჩვენს მოლოდინს სურვილის მსგავსი დასასრული ექნება იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეებში ღირებულებების (პიროვნული, შრომითი, კულტურული, ტრადიციული და შინაგანი) ჩანერგვა-განვითარებას შევუწყობთ ხელს, როგორც მშობელი ასევე მასწავლებელი. არ დაგიმალავთ და ჩემი მოლოდინი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაორმაგებულია. ათი წლის განმავლობაში მასწავლებლის სტატუსით შევაბიჯებდი პატარა, სიყვარულით გამთბარ სკოლაში. დღეს მშობელიც ვარ. დედა და მისი ცნობისმოყვარე, ენაწყლიანი გოგონა ერთად ჩავებმებით სასკოლო ფერხულში. ოჯახიდან დაწყებული ღირებულებების გათავისება-გაჯერება სასკოლო ცხოვრებაში გაგრძელდება, რაშიც ჩემი თანაგუნდელები დამეხმარებიან. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლის ინტერესებიდან ამომავალი პედაგოგის სურვილი და მოლოდინი ემთხვევა შედეგს. მათ წარმატება-წარუმატებლობაში გარკვეული ოდენობით ჩვენც ვმონაწილეობთ".

წერილი გამოგზავნილია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება