სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით მე-12 კლასელი აბაშიდან, რომელიც აბიტურიენტებს ისტორიაში ამზადებს
07-08-2020
-
+


Etaloni.ge-ს სტუმარი აბაშის მუნიციპალიტეტის, მარნის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა სამუშია გახლავთ, რომელიც მეთორმეტე კლასში გადავიდა და თუ მისი ბეგრაუნდით ვიმსჯელებთ, ოქროს მედლის კანდიდატიც არის. საბა 2018-2019 წლის ეტალონი მოსწავლეცაა, თუმცა მასთან ინტერვიუს ჩაწერა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მარნის საჯარო სკოლის წარმატებული მეთორმეტეკლასელი, მეორე წელია აბიტურიენტებს ისტორიაში ამზადებს და წელს ეროვნულ გამოცდებზე გზა 13 კურსდამთავრებულს დაულოცა. როგორ ცხოვრობს და რას აპირებს სამომავლოდ - Etaloni.ge-ს მარნის საჯარო სკოლის მოსწავლე, საბა სამუშია ესაუბრება.

- მადლობა რომ დაინტერესდით ჩემით, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სხვებისგან განსხვავებული ახალგაზრდა ვარ... უბრალოდ, ჩემი ცხოვრებისეული მოთხოვნილებები მაქვს და ადრენალინის მიღების ერთ-ერთი საშუალებაა სხვადასხვა ღონისძიებაა თუ კონკურსში მონაწილეობა და შემდეგ გამარჯვება.

ის, რომ მარნის საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

- რას გულისხმობ?

- რაც უნდა უარვყოთ, ქალაქისა და სოფლად მცხოვრები მოსწავლეების ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია; წვდომაც განსხვავებულია ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლების საშუალებებთან და მე რომ მარნის საჯარო სკოლიდან ვარ, შესაბამისად, რაღაც წარმატებებს ვაღწევ, ორმაგად საამაყოა ჩემთვის.

წელს 13 აბიტურიენტი მყავდა, ისტორიის გამოცდაზე საკმაოდ მაღალი - +50 ქულაც მიიღო ერთმა მათგანმა.

- თავადაც ამ მიმართულებით აპირებ სწავლის გაგრძელებას?

-  გამორჩეული საგანი არ მაქვს, ყველას ერთნაირად ვსწავლობ, მაგრამ ჰუმანიტარული საგნები ძალიან მიყვარს. ზოგადად, ვცდილობ, სხვადასხვა პროექტში ჩართულობით ის სტერეოტიპი დავანგრიო, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ სხვადასხვა პროექტზე. მინდა, ნიჰილიზმი გავუქრო, მაგალითი მივცე და ვუთხრა, რომ მათაც იგივე შესაძლებლობები გააჩნიათ, როგორც სხვა ბავშვებს და არავისგან არიან განსხვავებულები.

- შემდეგ როგორ აპირებ საკუთარი თავის რეალიზებას?

- ბავშვობიდან გადაწყვეტილი მაქვს, ვყოფილიყავი არა მხოლოდ სოფლის, არამედ მუნიციპალიტეტის დამხმარე და გვერდით მდგომი... ძალიან ცუდია, ახალგაზრდები მშობლიურ სოფელს რომ არ უბრუნდებიან და სიმართლე გითხრათ, მეც ვფიქრობ, ქალაქიდან მეტად შევძლებ, დავეხმარო მშობლიურ სოფელს. ნამდვილად არ ვიცი, სად ვიცხოვრებ, მაგრამ სწავლის გაგრძელებას უცხოეთში ვაპირებ, ოღონდ საცხოვრებლად იქ ვერ დავრჩები და ვფიქრობ, ის ცოდნა, გამოცდილება, შესაძლებლობა რაც მექნება და თუ მექნება, აუცილებლად ჩემ ქვეყანასა და სამშობლოს მოვახმარო, ესაა ჩემი კრედო - დავბრუნდე საქართველოში!

- აბიტურიენტების მომზადება რთულია და საპასუხისმგებლო, ხომ?

- ეს ჩემი ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა - არსებობს ჯგუფები აბიტურიენტებისთვის, სადაც სხვადასხვა საგანში იდება რეკომენდაციები და ბავშვები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. მე ვქმნი ანიმაციებს, ცხრილებს, პროექტებს, სტრატეგიებს... და ეს რომ ნახეს, იმდენად მოეწონათ, მთხოვეს დამეწყო აბიტურიენტების მომზადება. შეთავაზება გამოწვევასავით მივიღე და  დაახლოებით ორი თვის შემდეგ, მივხდი, მხოლოდ ცოდნას ვუზიარებდი, არამედ, სწორ აქცენტებს ვაკეთებდი - უფრო მეტად რაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება. ამ ყველაფერმა გაამართლა და წელს იმდენად მაღალი ქულები დადეს, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი...

- გაისად თავად იქნები აბიტურიენტი.

- ასეა და სიმართლე გითხრათ, არც ერთ საგანში არ ვაპირებ მომზადებას.

- როგორც ვიცი, „ეტალონი მოსწავლე“ ხარ.

- „ეტალონის“ სპეციფიკა იქიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ ცოდნაზე არ არის დამოკიდებული - ლოგიკურ აზროვნებასა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას გვასწავლის. ამიტომ, ჩემთვის ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა დიდი გამოცდილება იყო და პოპულარობის მხრივაც ძალიან დამეხმარა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება