| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სამცხე ჯავახეთის პარტნიორი არაქართულენოვანი სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შორის ჩატარდა ონლაინ ვიქტორინა თემა „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, რომელშიც ახალქალაქის N2 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინის კითხვები წინასწარ, პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ მიხედვით მომზადა.
ჟიურის წარმომადგენლები იყვნენ: პარტნიორი სკოლის სამოოქალაქო განათლების პედაგოგები და სამცხე-ჯავახეთის ფორუმის წარმომადგენელი ნინო ნადირაძე. ვიქტორინაში მონაწილეობდა 6 გუნდი.
I ადგილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასს ერგო. მოსწავლეები: ზოფუნიან რუზანნა; პარაკესიკიან თამარა; კაზარიან ალინა.
II ადგილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასს ხვდა წილად.
III ადგილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასს ერგო.
გუნდებს გადაეცემათ ონლაინ სერტიფიკატები. ონლაინ ვიქტორინა ორგანიზებულია სამოქალქო განათელების პედაგოგთა ფორუმის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ საბჭოსთან ერთად.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე