სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე მაღალი ქულა რომ მოიპოვოთ - გამოსადეგი რჩევები და სწორად გადანაწილებული დრო
20-07-2020
-
+


მასწავლებელთა გამოცდები 22 ივლისს იწყება. პირველ დღეს მაძიებლები და მასწავლებლობის მსურველები დაწყებითის კომბინირებულ გამოცდას ჩააბარებენ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თუ დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე გადიხართ?

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათია. გამოცდაზე გაერთიანებულია ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ტესტები. ასევე, თქვენი აკადემიური უნარები ტექსტის გააზრებითა და ესეს წერით შემოწმდება. რომელი საგნით დაიწყებთ ტესტების შესრულებას, ამ საკითხში შეზღუდული არ ხართ.

ყურადღებით გაეცანით ტესტს და ჩაინიშნეთ სწორი პასუხები. გირჩევთ, თავდაპირველად ის საკითხები დაწეროთ, რომელთა სწორ პასუხშიც დარწმუნებული ხართ, შემდეგ კი შეეჭიდოთ სირთულეებს. ერთი შეხედვით, 5 საათი საკმარისი დროა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად, თუმცა დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ფაქტორი დროის სწორად გადანაწილებაა. თუ ტესტური ნაწილით დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ ესეს წერისთვის და ტექსტის გააზრებისთვის საათ-ნახევარი ან ორი საათი მოიტოვოთ, რომ მშვიდად შეძლოთ ფიქრი და წერა. იმუშავეთ შავ ფურცელზე, მათემატიკური ნაწილი გადაამოწმეთ და დარწმუნდით თქვენი პასუხის სისწორეში.

ამ გამოცდის გადასალახი ქულაა 49, მაქსიმალური ქულა კი - 80. 80 ქულიდან პროფესიული ცოდნა 62 ქულით ფასდება, აკადემიური უნარები კი - 18-ით. ტესტი რომ წარმატებულად ჩაგეთვალოთ, აკადემიური უნარების ნაწილიდან მინიმუმ 8 ქულა უნდა დააგროვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად არ ჩაგეთვლებათ (თუნდაც პროფესიულ ცოდნაში მაღალი ქულა მოიპოვოთ).

რაც შეეხება ესეს - ყურადღებით წაიკითხეთ მოცემულობა, რას გეუბნებათ ტექსტი, რა საკითხია დასმული, დაფიქრდით არგუმენტებზე, რომლითაც გაამყარებთ ან შეეწინააღმდეგებით მოსაზრებას.

ასევე გაეცანით: 

როგორ დავწეროთ კარგი ესე? - ამ წესების დაცვა გამოცდაზე მაქსიმალურ ქულას მოგიტანთ

რა არგუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ ესეში? - 10 გზა, რომლებიც თქვენს ნამუშევარს დამაჯერებელს გახდის


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება