სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სტალინი რამ გაგახსენა, შვილო!“ - აბიტურიენტის ორიგინალური ესე და მშობლების რეაქცია
09-07-2020
-
+


2020 წლის ეროვნული გამოცდები მეოთხე დღემ N103 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მშვიდად ჩაიარა. აბიტურიენტები ძირითადად ესეზე გამოთქვამდნენ კმაყოფილებას, რადგან თემა - როგორ შეუძლია ადამიანს განათლება და ინტელექტი გამოიყენოს ბოროტად - მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.

გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ესეში მოყვანილ სხვადასხვა მაგალითებს ასახელებდნენ, თუმცა ჩვენი ყურადღება ერთ-ერთმა მათგანმა მიიქცია, რადგან ლაშა, გულშემატკივარსა და სხვა აბიტურიენტების მშობლებს ღიმილით უამბობდა, როგორ მოიყვანა ესეში მაგალითად სტალინი. სტალინი რამ გაგახსენა, შვილოო, - ერთ-ერთმა მშობელმა აღშფოთება ვერ დამალა, თუმცა აპლიკანტმა მშვიდად აუხსნა, რატომ გაავლო ასეთი პარალელები:

„ინტელექტისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების უამრავი მაგალითი ახსოვს ისტორიას, მაგრამ მე არჩევანი სტალინზე შევაჩერე, რადგან იგი, ჩემი აზრით, საუკეთესო თვალსაჩინოებაა - თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ბოროტად ისარგებლოს საკუთარი შესაძლებლობებით.

მთლიანობაში გამოცდა რთული არ იყო. არც სტრესული გარემო გვქონია და არც განსაკუთრებული ზომების მიღება გამხდარა საჭირო. მე კმაყოფილი ვარ... დანარჩენს მაშინ გავიგებ, როდესაც შედეგები ცნობილი გახდება“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება