სიახლეები
პიროვნება

„გული მწყდება - ერთხელ არ ახსენებენ, რამხელა პატივისცემაში ჰყავდა ჭუბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა“
07-07-2020
-
+


ლალი ჩხეტიანი ჭუბერის კულტურის სახლს ხელმძღვანელობს, ანსამბლ „ნენსკრას“ სამხატვრო ხელმძღვანელია და ჭუბერის საჯარო სკოლაშიც ასწავლის. ადათ-წესების, ფოლკლორის შენარჩუნება ლალი ჩხეტიანის ცხოვრების კრედო გახლავთ და სწორედ ამ ფასეულობებზე ზრდის მომავალ თაობებსაც. Etaloni.ge- კი ანსამბლ „ნენსკრაზე“, ხალხური ფოლკლორის მნიშვნელობაზე ესაუბრება და ვერც მძიმე მოგონებებს აუარა გვერდი, რომელიც ჭუბერისა და მკვიდრი მოსახლეობის ისტორიად ქცეულა.  

- ქალბატონო ლალი, „ნენსკრას“ სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ. ანსამბლს სახელი თქვენ შეურჩიეთ?

- პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ ძალიან მონდომებული ბავშვები მყავს, ძირითადად, სკოლის მოსწავლეებისგან შედგება ჩვენი ანსამბლი, რომელიც რამდენიმე წელია „ნენსკრას“ სახელითაა ცნობილი. ჩვენთან  ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია და ერთ-ერთ ფესტივალი, სადაც სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რათა გაეცნოთ ჩვენი ჭუბერი, მდინარე ნენსკრის სანაპიროზე ჩატარდა... სახელიც აქედან გამომდინარე შევარჩიეთ და დღეს ჩვენ ანსამბლს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებასა თუ ბავშვთა ეროვნულ კონკურსებში აქვს მიღებული მონაწილეობა. ანსამბლის წევრები სოფელში მაცხოვრებელი ახალგაზრდები არიან, რომელთაც უყვართ საკუთარი კუთხე, უყვართ ქართული ხალხური სიმღერა და, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ფოლკლორი შევინარჩუნოთ. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ფოლკლორისტი ვარ ბუნებით, უდიდეს სულიერ სიამოვნებას მანიჭებს ბავშვებთან ამ მხრივ ურთიერთობა. თავს არ ვზოგავ, მომავალ თაობებს ეროვნული საუნჯე გავაცნო და ასეც იზრდებიან - ჩვენი კუთხისა და სამშობლოს პატრიოტებად. აქვე, შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ანსამბლი შემოსილია ჩვენი კუთხის ტრადიციული სამოსით, რისი საშუალებაც მოგვცა ნენსკრა ჰიდროს სოციალურმა სამსახურმა. იცით, მთელი ბავშვობა სცენაზე ვიდექი, სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ არასოდეს გვქონდა საშუალება, ფორმა გვცმოდა, ახლა კი ეს ბედნიერება უდავოდ გვაქვს და თან, ესკიზები თავად შევადგინეთ. ზოგადად, ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ამ საქმესაც  სიყვარულით ვემსახურები.



- თუმცა ერთი ადამიანის ენთუზიაზმი, ალბათ, საკმარისი არ არის ამ დიდი საქმის მსახურებისთვის. ახალგაზრდებს თუ აქვთ ინტერესი ან რამდენად გიდგათ მხარში ადგილობრივი ხელისუფლება?

- ერთი პერიოდი, ისეთი თაობა წამოვიდა, რომ ინტერესი მართლაც გაქრა და ძალიან მწყდებოდა გული ამის გამო... მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ჭუბერის სკოლაშიც დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ, არაერთი თაობა გავზარდე ამ ტრადიციებზე, ამ ღირებულებებზე... ახლა იმდენად არიან დაინტერესებულები, თავს არ ზოგავენ, ოღონდ ანსამბლის წევრები გახდნენ. რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას, კულტურის სამსახური, ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, ჩვენ ფოლკლორი გაცოცხლდეს და გაძლიერდეს, მაგრამ რაიონიდან შორს ვართ და ადგილზე, ჩვენივე ძალისხმევით, რასაც ვახერხებთ, ესაა. დიდია პასუხისმგებლობა, თუმცა ნდობაც მაქვს და მშობლებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ბავშვებს.

მოგეხსენებათ, სვანეთი მაღალმთიანი მხარეა, სილამაზით გამორჩეული და ქართულ მუსიკალურ ფოლკლორშიც, სვანური სიმღერა ერთ-ერთი გამორჩეულია - თავისებურიც და საინტერესოც, რომელსაც დიდი მუშაობა სჭირდება. იყო დრო, როცა საკრავებიც არ გვქონდა, ბავშვებს ოჯახებიდან მოჰქონდათ და ფაქტობრივად, ნათხოვარი ინსტრუმენტებით ვასრულებდით ნომრებს...  იყო ისეთი პერიოდიც, ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა ოჯახიდან, მაგრამ ბავშვებისთვის დრო არ დამიკლია, არც მიგრძნობინებია საკუთარი ტკივილი. ბავშვს ყოველთვის უნდა შეუწყო ხელი და სურვილებიც არ უნდა ჩაუკლა.

- ახსენეთ პერიოდი, როცა ფოლკლორისთვის არავის ეცალა. მაშინ ჭუბერმა ბევრი ცრემლი და ბევრი ადამიანის ტრაგედია იხილა.

- 1987 წელს, დიდთოვლობის გამო, ჩვენთან უბედურება დატრიალდა. მაშინ სოფელი დაცარიელდა და მოსახლეობა ძირითადად, დმანისში გადავიდა საცხოვრებლად. თითო-ოროლა  ადამიანი დარჩა ჭუბერში და ვცდილობდით, სული არ ჩაგვეკლა სოფლისთვის. ავაღორძინეთ ბორის კახიანის სახელობის სპორტისა და კულტურის სახლი, რომელმაც მოგვიანებით, აფხაზეთიდან დევნილი 2000-მდე ადამიანი შეიფარა...  ურთულესი გზა განვვლეთ და გული მწყდება - კარგს არავინ ახსენებს, ცუდი კი ყოველთვის ახსოვთ.

- რას გულისხმობთ?

- იმ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე თუ ვინმე ყაჩაღი და ცუდის გამკეთებელი იყო, ყველამ თავი მოიყარა ჩვენს უღელტეხილზე - ხდებოდა მოროდიორობა და, ძირითადად, ყველაფერი ბრალდებოდა ჭუბერს, მაშინ, როცა ადგილობრივი მოსახლეობა ფეხშიშველ, მშიერ ადამიანებს სალი კლდესავით ედგა მხარში. ოჯახებში ადგილიც არ იყო, იატაკზე ვუშლიდით ლოგინს - აი, ასეთი მასპინძლობა გავწიეთ და მაშინ, ძირითად დარტყმა  მოხდა სწორედ სპორტისა და კულტურის სახლზე. დაახლოებით, 2000 დევნილი შევიფარეთ, რომელთაც ვთხოვე, ფარდები და სხვა ინვენტარი არ დაეზიანებინათ, მაგრამ მეორე დილით, შენობა აბსოლუტურად ცარიელი დამხვდა.

- და რა მოხდა?

- ზოგი დაწვეს, დანებით ჩამოფხიკეს კედლები... ძლივს მივაგენი ქალბატონს, რომელსაც უძვირფასესი ფარდები შავ ნაჭერში ჰქონდა გახვეული და არაფრით მიბრუნებდა - მე ყველაფერი დავკარგეო... ვერაფრით ვიგებ, რატომ გააპარტახეს იქაურობა. სკოლაც და კულტურის სახლიც ცარიელი კედლები დარჩა და ამის შემდეგ, ნულიდან დავიწყეთ აღდგენა.

ბევრმა ჭირმა, ვარამმა გამოიარა აქ, ახალგაზრდა თაობაც სხვა მხრისკენ გადაიხარა, გაჩერდა ფოლკლორული საქმიანობა... იცით, როდესაც სტატიებს ვკითხულობ, ერთხელ არ ახსენებენ იმას, რამხელა პატივისცემაში ჰყავდა ჭუბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა; გული მწყდება, კარგს არაფერს ამბობენ, არადა, ჩვენც ყველაფერი დავკარგეთ იმ პერიოდში, მათ შორის - ცხოვრების აზრი... მაგრამ, საბედნიეროდ, მოვახერხეთ ფეხზე წამოდგომა, დავრჩით ის ადამიანები, რომლებსაც მართლაც შეგვტკიოდა გული ჩვენი სოფლის მომავალზე, არ მიგვიტოვებია კერა და ასე ვაგრძელებდით საქმეს - ვიდექით ჩვენი სოფლის, ადათ-წესებისა და ფოლოკლორის შენარჩუნების სადარაჯოზე. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დედამიწას გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება