სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

გრამატიკული შეცდომები, რომლებსაც მასწავლებლები გამოცდაზე უშვებენ
21-07-2020
-
+


მასწავლებელთა გამოცდები ყოველ წელს ტარდება. ქართული გრამატიკის ცოდნა კი ერთ-ერთია, რომელიც პედაგოგების დიდ ნაწილს მოეთხოვება. ხშირად, საუბარში გაუმართავ წინადადებებს ვიყენებთ, ამას ყური ეჩვევა და შემდეგ შეცდომის აღმოჩენა გვიჭირს. ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები და წინადადებები მასწავლებლებს გასული წლის გამოცდებზე შეხვდათ. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს გარდა შეცდომის აღმოჩენისა, გრამატიკული წესის ცოდნაც მოეთხოვებოდათ, მათ უნდა აღმოეჩინათ შეცდომა და დაესაბუთებინათ გრამატიკული წესების შესაბამისად.

გრამატიკის ცოდნას ასევე დიდი ყურადღება ექცევა ესეს წერის დროს. პედაგოგს უნდა შეეძლოს გამართული წინადადებებით, გრამატიკული შეცდომების გარეშე დაწეროს ნამუშევარი.

მასიური თუ მასობრივი?

ეს სიტყვები პარონიმებია, რაც ხშირად იწვევს მათ აღრევას. ასეთივე სიტყვებია აღქმა და აღთქმა. ამიტომ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ, რა კონტექსტში გვხვდება ისინი.

"სოციალური ქსელების ზეგავლენა სულ უფრო მასიური ხდება" - ამ წინადადებაში შეცდომაა მასიური, უნდა იყოს მასობრივი.

ქუჩაქუჩა  თუ  ქუჩა-ქუჩა?

შეიძლება ბევრს ახსოვს, რომ ქუჩა-ქუჩა დეფისით იწერება, თუმცა ცოტამ თუ იცის - რატომ.

ახსნა ასეთია - სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებული ბრუნვის ნიშნის არმქონე ზმნისართები იწერება დეფისით.

ხიდან დამზადებული სათამაშოები თუ ხისგან დამზადებული სათამაშოები?

-გან თანდებული ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში გამოიყენება. როდესაც სახელი აღნიშნავს მასალას, -გან თანდებული დაერთვის ნათესაობითი ბრუნვის ფორმას (ხისგან დამზადებული).

ვუარყავით თუ უარვყავით?

რთულფუძიანი ზმნების წერისას ხანდახან მასწავლებლებიც უშვებენ შეცდომებს, რთულფუძიან ზმნებში პირის ნიშანი ზმნურ ნაწილს ერთვის ამიტომ სწორია უარვყავით.

ააშენებია თუ ააშენებინა?

ეს არის შუალობითი კონტაქტის ფორმა და ამ ფორმის მაწარმოებელია -ინ, შესაბამისად, შეცდომაა ააშენებია, სწორია ააშენებინა.

„განხილვის საგანი იყო განცხადება, რაც დღეს პრესაში გავრცელდა“

წევრ-კავშირები ხშირად შეცდომით გამოიყენება. უნდა იცოდეთ, რომ განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებაში უნდა გამოიყენოთ წევრ-კავშირი რომელიც და არა რაც.

„ეს იყო მსახიობის პირველი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე“

ერთი შეხედვით ეს წინადადება ბევრს უშეცდომო ეგონება, თუმცა რიცხვითი სახელი „პირველი“ ამ კონტექსტში უმართებულოდ არის გამოყენებული, რადგან დებიუტი ისედაც ნიშნავს მსახიობის პირველ გამოსვლას სცენაზე. მსგავსი შეცდომებია ახალგაზრდა ბავშვი (ბავშვი ისედაც ვერ იქნება მოხუცი), ქვევით ჩამოვარდა (ჩამოვარდა ისედაც მიუთითებს მიმართულებას) და ა.შ.

„შეჯიბრებაში გაიმარჯვა ცხენმა, რომელიც ქარისავით სწრაფად დარბოდა“

შეცდომაა ქარისავით, უნდა იყოს ქარივით. -ვით თანდებული დაერთვის მხოლოდ სახელობითი და მიცემითი ბრუნვების ფორმებს, ნათესაობითი ბრუნვის ფორმასთან მისი გამოყენება არასწორია.

„მეცნიერები დღემდე კამათობენ იმაზე, მოსჩანს თუ არა კოსმოსიდან ჩინეთის დიდი კედელი“

უნდა იყოს - მოჩანს. ერთპირიანი ზმნები ობიექტური პირის ნიშანს არ დაირთავენ.

„სტუმრებთან შესახვედრად მთელი სტუდენტობა უნივერსიტეტის ეზოში გამოფენილიყვნენ“

უნდა იყოს - სტუდენტობა გამოფენილიყო. სტუდენტობა კრებითი სახელია და კრებითი არსებითი სახელით გადმოცემული ქვემდებარე შემასმენელს მხოლობით რიცხვში ითანხმებს.

„სანდრომ ოჯახის წევრებს გააცნო გოგონა, ვინც მისი საუკეთესო მეგობარი იყო“

აქ წევრ-კავშირი ვინც არასწორად არის გამოყენებული. განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებაში უნდა გამოიყენოს წევრ-კავშირი რომელიც.

„თეონა მაშინვე სამზარეულოში შევიდა მისი საყვარელი ყავის მოსადუღებლად“

კუთვნილებითი ნაცვალსახელებს შეცდომით იყენებენ საუბარშიც. ამ წინადადებაში უნდა იყოს თავისი - თეონა მაშინვე სამზარეულოში შევიდა თავისი საყვარელი ყავის მოსადუღებლად. თუ სხვას უდუღებს თეონა ყავას, ამ შემთხვევაში, მაგალითად მოყვანილი წინადადება სწორი იქნება.

„სადაცაა პატარა ლევანიც გაიღვიძებდა და ჩვეული ტიტინით უკვე მერამდენედ უამბობდა დედას, როგორ მოუყვა მეგობარ ანას აგარაკზე დიდბაკნიანი კუს პოვნის ამბავი“ - ამ წინადადებამ გამოცდაზე ბევრი მასწავლებელი დააბნია.

სწორია - მოუყვა ამბავს

შეცდომაა - მოუყვა ამბავი 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სასკოლო ფორმებზე ბაზრის კვლევა მეორედ გამოცხადდა - დეტალები

სეტყვა, ელჭექი, საშუალო საფრთხის დონე - სააგენტოს გაფრთხილება ამინდთან დაკავშირებით

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

კაბლის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 47 მოსწავლისთვის დაირეკა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება