სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ საინტერესო, წარმატებულ ცხოვრებას“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის პედაგოგებმა მე-12 კლასელები გააცილეს
27-05-2020
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექცია, დამრიგებლები და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ და თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან. სკოლის სამეურვეო საბჭომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა.

„სკოლის დასრულება , „ბოლო ზარი“ ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მღელვარებასთანაა დაკავშირებული. სიხარული და სევდა. ბავშვობის დასრულება და ახალი ცხოვრების მოლოდინი. მოგონებები...იმედები... ფიქრები... 2020 წელს ამ, ისედაც შთამბეჭდავ დღეს მსოფლიო პრობლემით გამოწვეული გაურკვევლობა და შიში დაემატა. ოცხელის სკოლა თავისი არსებობის მანძილზე, ალბათ, პირველად აცილებს თავის აღზრდილებს ჩუმად, უხმაუროდ, მაგრამ დღეს მაინც ზეიმია უამრავი ადამიანის გულებში: მოსწავლეები ემშვიდობებიან მშობლიურ სასწავლებელს, პედაგოგებს, გარემოს, რომელმაც ისინი სრულფასოვან ადამიანებად ჩამოაყალიბა, მასწავლებლები კი ცხოვრების დიდ გზაზე ისტუმრებენ ახალგაზრდებს და თან უშურველად ატანენ სულსა და გულს, რომ სირთულეებმა არ შეაშინონ.
ეს დასასრული დასაწყისიცაა, რადგან წინ მთელი ცხოვრებაა. ამ თაობას საინტერესო ეპოქაში უწევს ცხოვრება. ოცხელის სკოლაში ყოველთვის სწამდათ, რომ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით, პატიოსნებით, შრომით, სიკეთით განვლილი ცხოვრებაა ღირებული. ამ სკოლის საამაყო აღზრდილმა, დიდმა მწერალმა და მამულიშვილმა, კ. გამსახურდიამ, თავის 16 წლის შვილს, ზვიადს, მისწერა: „გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე ზეაღმტაცი ამბებისათვის“.

ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სკოლის დასრულბას და გისურვებთ საინტერესო, წარმატებულ ცხოვრებას, რომლის მეგზური მხოლოდ სიკეთე და სიყვარული იქნება, რადგან სხვაგვარად დიდი მიზნების მიღწევა შეუძლებელია“,-წერია ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
„103-ე საჯარო სკოლა ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებას!“

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება