სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს მოტივირებული პედაგოგიური გუნდი“ - ბარალეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მაკარ ისაკიძე
13-11-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში განათლებული, პასუხისმგებლიანი და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ახალგაზრდები ზირდებიან. ამ მისიას ერთგულად ემსახურება სკოლის დირექტორი მაკარ ისაკიძე, რომლისთვისაც თითოეული მოსწავლის განვითარება იწყება მოტივირებული პედაგოგიური კოლექტივით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურითა და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოთი.

დირექტორის თქმით, სკოლის წარმატება იზომება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით, მათ მიღწევებით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მაჩვენებლითა და სკოლის აქტიური მონაწილეობით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მაკარ ისაკიძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...

- სკოლაში იყოს მოტივირებული პედაგოგიური კოლექტივი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად  მაღალია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მაჩვენებელი, სკოლის ჩართულობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- კოლეგიალობა სწავლის დონის ამაღლებას და სკოლის სიძლიერეს უწყობს ხელს.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

-ურთიერთობა პედკოლექტივსა და ბავშვებს შორის.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...  

- ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო, ვცდილობ უფრო მეტი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივაწოდო, რათა გავაზარდო მისი ცოდნის არეალი.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას, სიტუაციის განმუხტვას, სკოლაში მეგობრული და ტოლერანტული ატმოსფეროს შენარჩუნებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- აღიზრდება პატრიოტული სულისკვეთებით ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვით შეპყრობილი მომავალი თაობები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება