სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილეს შემოქმედებითი პროექტი მიუძღვნეს
13-11-2025
-
+


წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი გავიდა. ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილეს ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი პროექტი მიუძღვნეს.

სკოლაში გაიმართა პროექტის წარდგენა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მე-5ა კლასის მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და პატრიოტული გრძნობით მოამზადეს.

პროექტის ფარგლებში, სცენაზე გაცოცხლდნენ დროის ფურცლებიდან გადმოსული გმირები, რომლებიც ლარის სხვადასხვა ნომინალზე არიან გამოსახულნი - ნიკო ფიროსმანი, ზაქარია ფალიაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შოთა რუსთაველი, ივანე ჯავახიშვილი, თამარ მეფე და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.

მოსწავლეებმა თითოეული მათგანის სახით არა მხოლოდ ისტორიული ცნობები გააცნეს აუდიტორიას, არამედ აღნიშნეს მათი ცხოვრების გამორჩეული გზა და ის ღვაწლი, რის გამოც ისინი ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმბოლოდ იქცნენ.

ღონისძიება ემოციურად მდიდარი და შინაარსობრივად ღრმა იყო. ბავშვებმა სიფაქიზითა და სითბოთი გადმოსცეს ლარის შექმნის ისტორია, მისი სახელწოდების მნიშვნელობა და ეროვნული ვალუტის სიმბოლური მნიშვნელობა ქვეყნის დამოუკიდებლობის კონტექსტში.

როგორც აღინიშნა, ლარი მხოლოდ ფული კი არა - ეროვნული იდენტობის, შრომისა და ღირსების ნიშანია.

პროექტის ხელმძღვანელის, ნატალია თურქაძის თქმით, მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეებში მოქალაქეობრივი შეგნების, ისტორიისა და კულტურისადმი პატივისცემის გაღვივებასაც ემსახურება.

„პროექტში ჩართულმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ეროვნული სიამაყე ყველაზე გულწრფელად და ნათლად ბავშვთა გულებში იბადება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს: „ლარი - ეს ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ძალა და ჩვენი საქართველო!“

„ლარის 30 წლის იუბილე ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში იქცა დღესასწაულად, სადაც ცოდნა, შემოქმედება და სიყვარული გაერთიანდა ერთ იდეაში - საქართველოს ღირსებისა და სულიერი სიმდიდრის შენარჩუნებაში“,-დასძენენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება