| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სწავლებისას მეტად მნიშვნელოვანია ინკლუზიური მიდგომა - გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება. სწორედ ასეთ ხედვას იზიარებს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ოთარაშვილი, რომლისთვისაც მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათ ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო სივრცის უზრუნველყოფა.
დირექტორის აზრით, სკოლის წარმატება აისახება იმაში, თუ რამდენად წარმატებული და ბედნიერი მოსწავლე. მისთვის ყველაზე ფასეული მოსწავლე-მასწავლებლები და ის თბილი ურთიერთობებია, რომელიც სკოლის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ოთარაშვილი პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...
- სკოლაში იყოს ინკლუზიური გარემო და სასწავლო რესურსების მრავალფეროვნება.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
- რამდენად წარმატებული მოსწავლეები სწავლობენ სკოლაში.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- მხოლოდ ერთი ადამიანი ერთპიროვნულად ვერ გადაჭრის ვერცერთ პრობლემას.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგიური კოლექტივი, ასევე ის ურთიერთობები, რაც სუფევს ჩვენთან.
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
- მეც უფრო მოტივირებული ვხდები და ვცდილობ უფრო მეტი გავაკეთო მისთვის.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- სკოლაში უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...
- ყველა სიხარულით შემოაღებს კარს და უკლებლივ ყველა იქნება მოტივირებული და წარმატებული.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა