| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით, უმაღლესებმა 2-დან 9 თებერვლამდე უნდა შეავსონ ანკეტა, ელექტრონული ფორმით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კი, მონაცემების სისწორეს მაქსიმუმ 20 თებერვლამდე ამოწმებს:
„2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ნაცვლად, 2026 წლის 2 თებერვლიდან 2026 წლის 9 თებერვლამდე უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს ანკეტას;
ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების შემდეგ, არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლისა, ადასტურებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს და დადასტურებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეთანხმებული ფორმით, უზრუნველყოფს ცენტრის წვდომას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ/დადასტურებულ ინფორმაციაზე. ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში“, - ნათქვამია ბრძანებაში რომელსაც ხელს განათლების მინისტრი აწერს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას