სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში გრძნობდეს სიყვარულს და მზრუნველობას“ - ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ლილე ქარსელაძე 
13-11-2025
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში დირექტორი ლილე ქარსელაძე უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს უზრუნველყოფს, სადაც მოსწავლე დაფასებულია, მისი აზრი გათვალისწინებული, გრძნობს სიყვარულსა და მზრუნველობას. 

დირექტორის თქმით, სკოლის წარმატება მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ იზომება - მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტიანად იყენებს სკოლა რესურსებს, როგორ ხდება საგანმანათლებლო პროცესის მონიტორინგი და განვითარება, რა ხარისხითაა ჩართული მოსწავლე პროექტებსა და ოლიმპიადებში. მის ამ სისტემურ ხედვას კი ემატება გუნდურობა და ურთიერთთანამშრომლობა, რაც სკოლის მაღალ კულტურას განაპირობებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ლილე ქარსელაძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და გარემო. მოსწავლე უნდა გრძნობდეს სიყვარულს და ზრუნვას.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად ოპტიმალურად არის გამოყენებული ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსები, რა ინტენსივობით ხდება სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი, შეფასება და განვითარება, როგორია მოსწავლეთა ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში, ოლიმპიადებში, პროექტებში და ა.შ  როგორია შედეგები, როგორ იმაღლებენ პროფესიულ დონეს სკოლის პედაგოგები, დირექცია და პერსონალი, როგორ ხდება სასწავლო წლის შეფასება, პროგრამებისა და პრიორიტეტების ხელახლა გააზრება და დაგეგმვა.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ამაღლდეს მოტივაცია. კოლექტივის თანადგომა და გუნდურობა განაპირობებს სკოლის მაღალ კულტურას, ხელს უწყობს პერსონალის მიერ სკოლის მისიის გათავისებას და მიზნების განხორციელებისაკენ სწრაფვას, ღირებულებების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, ყოველივე ეს სკოლის წარმატების უპირობო გარანტიაა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- გუნდური მუშაობა, შეცდომების გაცნობიერება, ურთიერთობის მაღალი კულტურა, მოსწავლეთა და პერსონალის მაღალი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, სკოლის განვითარებისა და წინსვლისთვის ზრუნვა

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- მოსწავლის თვითრეალიზაცია მაღალია, გაუმჯობესებულია დისციპლინა და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი, დიდია მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით, იზრდება მოსწავლეთა და მშობელთა ნდობა სკოლის მიმართ.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- პირველ რიგში, სასკოლო საგანმანათლებლო ბაზის განმტკიცებას, შემდეგ სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ნდობის მოპოვებას, შესაბამისად გულწრფელი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას, მოტივაციის ზრდას და საუკეთესო შედეგების მიღწევას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ყველა წარმომადგენელი მოსწავლე, მასწავლებელი, პერსონალი თავს გრძნობს უსაფრთხოდ, კომფორტულად, მათი ყველა ქმედება მიმართული იქნება საკუთარი შესაძლებლობის და სკოლის მუდმივად განვითარებისკენ, სკოლა იქნება ღია დემოკრატიული, თავისი შედეგებითა და კულტურით. ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო სივრცეში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება